სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ10630
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის ანგარიში

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციის საჯაროობის 2018 წლის ანგარიშს.

საანგარიშო წლის განმავლობაში:

1. ბიუროს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარედგინა 70 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით ბიუროსთვის მომართვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბიუროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2 შემთხვევაში.

 2. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 67 შემთხვევაში. გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში მიღებულია ბიუროს უფროსის – ეკატერინე ქარდავას მიერ. ბიურო არ წარმოადგენს კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას, შესაბამისად სხდომის დახურვის პირობებში გადაწყვეტილების მიღების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

3. ბიურო პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გაცემისას ხელმძღვანელობს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მის მიერ მუშავდება, მასთან დაცულია, ინახება და მესამე პირებზე გაიცემა პერსონალური მონაცემები „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.

4. ბიუროს მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

5. სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.

6. სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან გასაჩივრებულ იქნა 2 შემთხვევა სასამართლოში.

7. საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები, სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს არ ჰქონია.