ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით, ინფორმაციის მიწოდებას, სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმიანობის გაცნობას და ა.შ.
2017 წლის 10 დეკემბრიდან – 2018 წლის 10 დეკემბრამდე, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, 20 (ოცი) განცხადება შემოვიდა. 16 (თექვსმეტი) განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, ერთი განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ დაკმაყოფილდა – 3.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი იყო ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომლის დამუშავებას და შენახვას სასამართლო არ აწარმოებს, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით, არც ევალება ამგვარი ინფორმაციის დამუშავება-შენახვა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები ემყარებოდა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებაზე პასუხი მომზადდა წერილობითი სახით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
სასამართლოში არ ყოფილა საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი.
ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი ვებ-გვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.
სასამართლოს მენეჯერი მერაბ კობახიძე