ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
ამბროლაურის  რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში
 

 

ამბროლაურის  რაიონული სასამართლოს წლიური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგენილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე – სასამართლოს მენეჯერი – მერაბ კობახიძე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ, საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით, ინფორმაციის მიწოდებას, სხვადასხვა  სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმიანობის გაცნობას და ა.შ.

2017 წლის 10 დეკემბრიდან – 2018 წლის 10 დეკემბრამდე, ამბროლაურის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, 20 (ოცი)  განცხადება შემოვიდა. 16 (თექვსმეტი) განცხადება სრულად დაკმაყოფილდა, ერთი განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ დაკმაყოფილდა – 3.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი იყო ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომლის დამუშავებას და შენახვას სასამართლო არ აწარმოებს, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით, არც ევალება  ამგვარი ინფორმაციის დამუშავება-შენახვა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები ემყარებოდა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა, ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა, ხოლო, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ გასაჩივრებულა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ   განცხადებაზე პასუხი მომზადდა წერილობითი სახით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

სასამართლოში არ ყოფილა საქართველო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი.

ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს აქვს საკუთარი  ვებ-გვერდი ინტერნეტ პორტალზე www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი. 

 

სასამართლოს მენეჯერი                                                                                 მერაბ კობახიძე

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2018.
როდის იქნა მიღებული „ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“?
„ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“ მიღებულია 07.12.2018. მიმღები ორგანო — ამბროლაურის რაიონული სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე“, №0, 07.12.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4387841/