გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე- ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში |
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულია 6 განცხადება.
მათ შორის:
1. „EMC -ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან“ – 3;
2. მოქალაქეებისგან – 3.
შემოსული მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა – 2;
არ დაკმაყოფილდა – 4.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად – 2 მოთხოვნა დაკმაყოფილდა:
„EMC – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან“ შემოსული 2 განცხადება შემდეგი სახის ინფორმაციის მოთხოვნით:
1. საშტატო ნუსხით დასაქმებულ პირთა რაოდენობის, უკანასკნელი 6 თვის მანძილზე მიღებული და თანამდებობიდან გათავისეუფლებული პირების რაოდენობის, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში შეცვლილი საშტატო ნუსხის და არსებული ვაკანტური თანამდებობის შესახებ;
2. 2015 წლიდან 18.04.2018 წლამდე სისხლის სამართლის კოდექსის 241-ე, 2411, 242-ე, 243-ე, 244-ე და 245-ე მუხლებით (სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულებიდან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის ასლების გადაცემა.
3. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დადგენილი მოსამართლეთა მორიგეობის გრაფიკის ასლები უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მასში ცვლილებების შეტანის პერიოდულობის და საფუძვლის მითითებით;
2) სასამართლოში პროგრამის შეფერხებისას საქმეთა რიგითობის წესით განაწილებაზე პასუხისმგებელი პირის რანგი და პოზიცია, მისი დანიშვნისა და გათავისუფლების წესი, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხა თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევებისა და საფუძვლების მითითებით;
3) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილ ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი და მასში ცვლილება/დამატებების ამსახველი სამართლებრივი აქტები;
4) საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, თითოეულ მოსამართლეზე განაწილებული საქმეების რაოდენობა, მოსამართლეთა შვებულებების, მათ შორის დეკრეტული შვებულების მითითებით;
5) ელექტრონული პროგრამის შეფერხებისას საქმეთა რიგითობით განაწილების წესის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტი, 2017 წლის 31 დეკემბრიდან მასში ცვლილებების შეტანის პერიოდულობის მითითებით;
6) 2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 04 ივლისამდე, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებები ამა თუ იმ მოსამართლის დატვირთულობის გაზრდის ან შემცირების თაობაზე;
7) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის პირველი მაისის გადაწყვეტილების N1/56 მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად საქმის სხვა მოსამართლისთვის გადაცემის შემთხვევები, შესაბამისი საფუძვლისა და თარიღის მითითებით. ასევე იმ პიროვნების მითითება თუ ვინ აფასებს მითითებულ მუხლში არსებული გარემოების არსებობას და ვინ იღებს გადაწყვეტილებას საქმის სხვა მოსამართლისთვის დროებით გადაცემის თაობაზე;
8) 2017 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე გახდა თუ არა საქმეთა განაწილებისას სასამართლოს აპარატის მიერ განხორციელებული ქმედება დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი, შესაბამისი თარიღის მითითებით.
4. 2014 წლიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სსკ-ის 1431, 1433, 150-ე, 253-ე, 254-ე და 255-ე მუხლებით განხილული განაჩენის ასლების გადაცემა.
5. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და მის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ მონაცემების გადაცემა;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 41-ე მუხლების შესაბამისად არ დაკმაყოფილდა 4 მოთხოვნა:
„EMC –ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის’’ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია რამდენი საქმე იქნა განხილული სასამართლოს მიერ 2015 წლიდან განცხადების შემოსვლის დროისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე, 241-ე, 2411 242-ე, 243, 244-ე, და 245-ე მუხლებით (სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ დანაშაულზე, განხილულ საქმეთა რაოდენობა, თითოეულ მუხლზე და წელზე დამოუკიდებლად და ამ მუხლების შესაბამისად მიღებული გამამტყუნებელი, გამამართლებელი და ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენების ასლების მიწოდებაზე პერსონალური ინფორმაციის გამორიცხვით (დაშტრიხვით) მათ შორის საპროცესო შეტანხმების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
განცხადება არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მითითებული მუხლებით გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე არ შემოსულა და შესაბამისად არც განხილულა;
გენო მორჩილაძის განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად საჯარო ინფორმაციის სახით სტატისტიკური მონაცემების მიწოდებაზე, საგადასახადო კატეგორიის დავებთან დაკავშირებით 2014 წლიდან 2018 წლამდე, კერძოდ, რამდენი სარჩელი შემოვიდა, რამდენი დაკმაყოფილდა, რამდენი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რამდენი დარჩა განუხილველი და რამდენზე შეწყდა წარმოება.
განცხადება არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში 2014 წლიდან 2018 წლამდე საგადასახადო დავები არ შემოსულა და შესაბამისად არც განხილულა.
ხატია თანდილაშვილის განცხადება:
ა) 2014-2018 წლებში საქართველოს სსსკ-ის 56-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, პროკურორის რამდენი დადგენილება გასაჩივრდა დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, რამდენი საჩივარი დაკმაყოფილდა, რამდენი არ დაკმაყოფილდა, რამდენი დარჩა განუხილველი;
ბ) 2014-2018 წლებში საქართველოს სსსკ-ის 106-ე პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად, პროკურორის რამდენი დაგდენილება გასაჩივრდა გამოძიების ან/და სისხლის- სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რამდენი საჩივარი დაკმაყოფილდა, რამდენი არ დაკმაყოფილდა და რამდენი დარჩა განუხილველი.
განცხადება არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მითითებული მუხლებით გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში 2014 -2018 წლების განმავლობაში საჩივრები არ შემოსულა და შესაბამისად არც განხილულა.
გიორგი ვაშაკიძის განცხადება:
ა) 2008 წლიდან 2018 წლის 11 ივნისამდე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელშიც სასამართლომ გამოიყენა „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ბ) 2008 წლიდან 2018 წლის 11 ივნისამდე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელშიც სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული ორგანოების მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის, სამკვიდრო მოწმობის, დაბადების მოწმობის ან სამოქალაქო მდგომარეობის დამადასტურებელი რომელიმე სხვა აქტის ცნობაზე;
გ) 2008 წლიდან 2018 წლის 11 ივნისამდე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელშიც სასამართლომ გაითვალისწინა აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული ორგანოების მიერ დადგენილი კანონმდებლობა;
დ) 2008 წლიდან 2018 წლის 11 ივნისამდე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელშიც სასამართლომ გამოიყენა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-54-ე მუხლები.
განცხადება არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მიერ 2008 წელს განხილული საქმეები ინახებ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში, ხოლო 2009 წლიდან 2018 წლის 11 ივნისამდე არ არის მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც:
1. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ;
2. სასამართლომ მხარეს უარი უთხრა აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული ორგანოების მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის, სამკვიდრო მოწმობის, დაბადების მოწმობის ან სამოქალაქო მდგომარეობის დამადასტურებელი რომელიმე სხვა აქტის ცნობის თაობაზე;
3. სასამართლომ გაითვალისწინა აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული ორგანოების მიერ დადგენილი კანონმდებლობა;
4. გამოყენებულია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის“ 44-54-ე მუხლები.
ელიზა შამათავა