ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აღნიშნულიდან გამომდინარე მოგახსენებთ :
• 2018 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრამდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა 41 მომართვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით , აქედან ერთი – საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე .
• საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი “ დადგენილ ვადებში განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაციის გაცემით .
• საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა , შესაბამისად , არც უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებულა და დაწესებულებას არც უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული და მხარეთა სასარგებლოდ გადასახდელი ხარჯების გადახდა დაკისრებია .
• ხოლო ის მომართვები , რომელებიც არ განეკუთვნებოდა ჩვენი უწყების კომპეტენციას , საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი “ მე -80 მუხლების თანახმად
საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით მონაცემთა მოძიების , შეგროვებისა და დამუშავების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს .
• ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია .
სრულ ანგარიშს 2018 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე მოგაწვდით ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის №7 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო ინფორმაციის გაცემის წლიური ანგარიშის ფორმის “ სახით .
ჩუბინიძე თემურ