ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47/5518
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
 

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი “ 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიშს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ .

აღნიშნულიდან გამომდინარე მოგახსენებთ :

• 2018 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრამდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა 41 მომართვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით , აქედან   ერთი – საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე .

• საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი “ დადგენილ ვადებში განმცხადებლის მიერ   მოთხოვნილი   შესაბამისი   ინფორმაციის   გაცემით .

• საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა , შესაბამისად , არც უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებულა და დაწესებულებას არც უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული და მხარეთა სასარგებლოდ გადასახდელი ხარჯების გადახდა დაკისრებია .

• ხოლო ის მომართვები , რომელებიც არ განეკუთვნებოდა ჩვენი უწყების კომპეტენციას , საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი “ მე -80 მუხლების თანახმად

საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით მონაცემთა მოძიების , შეგროვებისა და დამუშავების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს .

• ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია .

სრულ ანგარიშს  2018  წელს   ტყიბულის   მუნიციპალიტეტის   მერიის   მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე მოგაწვდით ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის №7 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო ინფორმაციის გაცემის წლიური ანგარიშის ფორმის “ სახით .

 

ჩუბინიძე თემურ

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2018.
როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“?
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2018. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია. დოკუმენტის ნომერი — №47/5518.
სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში“, №47/5518, 10.12.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4388278/