აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში (03.01.2018 წ. – 10.12.2018 წ.) აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ ნორმების მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოვადგენთ ანგარიშს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:
ა) საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა – 17 (ჩვიდმეტი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით – 0;
ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა – 17 (ჩვიდმეტი) წერილი, ხოლო უარყოფითი პასუხით – 0;
გ) წარმომადგენლობამ ყველა შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ;
დ) საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;
ე) წარმომადგენლობას გააჩნია წარმომადგენლობის მოხელეთა პერსონალურ მონაცემების, კონკურსანტთა და სტაჟიორთა პერსონალურ მონაცემების შემცველი ბაზა, ასევე, ბაზა რომელიც შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა პერსონალურ მონაცემებს. ზემოაღნიშნულ ბაზებზე წვდომა გააჩნიათ წარმომადგენლობის შესაბამისს სტრუქტურულ ერთეულებს (პასუხისმგებელ პირებს);
ვ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეა – აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატის იურიდიული, კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი – დავით ჭედია.
დემურ კეკელია
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ხელმძღვანელობა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ“?
- „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ“ მიღებულია 10.12.2018. მიმღები ორგანო — აღმოს. საქ-ში აფხაზ-ის ავტ. რესპ. მთავრობის წარმომადგენლობა. დოკუმენტის ნომერი — №01/1087.
- სად არის „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ“, №01/1087, 10.12.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4388314/