საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
საქართველოს ეროვნული არქივის წლიური ანგარიში
2018 წელი
ა) საქართველოს ეროვნულ არქივში 2017 წლის 11 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 8 განცხადება.
2017 წლის 11 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს ეროვნულ არქივში შემოსული განცხადებებიდან
1. საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 1 შემთხვევაში;
2. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა 2 შემთხვევაში;
3. 5 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებები განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილების უფროსმა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გიორგი სოფრომაძემ.
გ) საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულები, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ამავე სტრუქტურული ერთეულების დებულებებით დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ იმ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლებსაც აქვს ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება“. ხსენებული დოკუმენტები შეიცავს სხვადასხვა სახის პერსონალურ მონაცემს, მაგალითად: პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების და გარდაცვალების წლები, მშობლების ვინაობა, სამუშაო სტაჟის, განათლების შესახებ და სხვა ინფორმაციას. დოკუმენტების შენახვა ან/და დამუშავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2017 წლის 11 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს ეროვნული არქივის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას საქართველოს ეროვნული არქივი ეყრდნობოდა საქართველოს კანონმდებლობას, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსს“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ზემომოყვანილ 2 შემთხვევაში ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული არ იყო.
ვ) 2017 წლის 11 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს ეროვნულ არქივში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა სასამართლო წესით გასაჩივრების 1 ფაქტს, რომელზეც მოსამზადებელი სხდომა ჯერ არ გამართულა.
ზ) საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ეროვნული არქივისთვის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.
თეონა იაშვილი
საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორი