იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის უმაღლესი სკოლა
ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ
(2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე)
1. მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის შესახებ, მონაცემები საჯარო ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ:
2018 წლის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსულია 23 (ოცდასამი) განცხადება (მომართვა). აქედან, 19 (ცხრამეტი) შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულად გაიცა. 2 (ორი) შემთხვევაში განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ნაწილობრივ, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი არ იყო დაცული იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. ასევე 2 (ორი) შემთხვევაში, განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია გაიცა ნაწილობრივ, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას.
საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს საანგარიშო პერიოდში სსიპ – იუსტიციის უმაღლესი სკოლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელმა პირებმა, ვერიკო ზათიაშვილმა, დავით ჯაიანმა და ანიკო ფარჯიანმა.
სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საჯარო ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მოთხოვნა საანგარიშო პერიოდში არ შემოსულა.
2. ინფორმაცია კოლეგიური ორგანოს სხდომათა დახურვის შესახებ:
საანგარიშო პერიოდში სსიპ – იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა ან სხდომის გარკვეული ნაწილი, არ დახურულა.
3. ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გაცემის შესახებ:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში შეგროვდა და დამუშავდა 45 (ორმოცდახუთი) თანამშრომლის (მათ შორის 43 (ორმოცდასამი) შტატგარეშე: მასწავლებლები, მოწვეული სპეციალისტები, და 2 (ორი) შტატით გათვალისწინებული თანამშრომელი) პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია; ასევე 1 (ერთი) სტაჟიორის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია.
საანგარიშო პერიოდში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო კურსებზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებგვერდზე არსებული აპლიკაციის საფუძველზე დარეგისტრირდა და წარმოადგინა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია სასწავლო კურსებზე სწავლით დაინტერესებულმა სულ 93-მა (ოთხმოცდაცამეტი) პირმა. შესაბამისად, შეგროვდა და დამუშავდა მათი პერსონალური მონაცემები.
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მიზნებისთვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა 1 (ერთი) მსმენელის (მისივე თანხმობით) პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ერთ-ერთი საჯარო დაწესებულებიდან შემოსულ მოთხოვნას ფიზიკური პირის შესახებ პერსონალური მონაცემების გაცემის თაობაზე ეთქვა უარი, ვინაიდან არ არსებობდა შესაბამისი პერსონალური მონაცემების დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძველი.
საანგარიშო პერიოდში, ასევე შეგროვდა სკოლის მასწავლებლების/ტრენერების, მოსამართლეების და სასამართლოს სხვა თანამშრომლების ის პირადი მონაცემები, რაც აუცილებელი იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-პორტალში მათი რეგისტრაციისა და მათ მიერ ვებ-პორტალით სარგებლობისათვის. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, სკოლის ვებ-პორტალს დაემატა 199 ახალი მომხმარებელი. ამ ეტაპზე, ვებ-პორტალში სულ რეგისტრირებულია 1 151 მომხმარებელი (სტატუსი: აქტიური).
4. ინფორმაცია თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ:
საანგარიშო პერიოდში, სსიპ – იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის საფუძველზე, დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევები არ ყოფილა.
5. მონაცემები ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების შემთხვევების შესახებ:
საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან ყველა დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 4 (ოთხი) განცხადება, რაც არ გასაჩივრებულა. ასევე, არ გასაჩივრებულა იუსტიციის უმაღლესი სკოლის უარი საჯარო დაწესებულებისთვის ფიზიკური პირის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავება-გაცემის თაობაზე.
ბეჟან თურმანიძე
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი