„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №108 |
|
2018 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120110000.22.026.016474) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. წესის: ა) პირველი მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა (შემდგომში – სამხედრო მოსამსახურე) სამხედრო ფორმის ტანსაცმელს (შემდგომში – სამხედრო ფორმა) და მისი ტარების წესს.“; ა.ბ) მე-3- მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ატაროს მხოლოდ სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმებით განსაზღვრული და სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული სამხედრო ფორმა. 4. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ფორმით გადაადგილების წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 5. სამინისტროს სისტემის ქვედანაყოფებისათვის სამხედრო ფორმის ბერეტის ფერი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 სამხედრო ფორმის განმასხვავებელი ნიშნებით ტარების უფლება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ უნარჩუნდებათ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს.“; გ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური – სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში;“; დ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური – სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში;“; ე) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საველე სამხედრო ფორმაზე სამხედრო მოსამსახურის გვარი და წარწერა „თავდაცვის ძალები" იქარგება შავი ძაფით.“. 2. წესით დამტკიცებული №1 დანართის: ა) №5 პლანშეტის მე-2 პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) წარწერა „თავდაცვის ძალები“ (სიგრძე არანაკლებ 135 მმ და სიგანე 20 მმ) მაგრდება კომუფლირებული პიჯაკის მარცხენა ზედა მხარეს, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 14 სმ-ის დაშორებით;“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სპეციალური კურსის დამთავრების აღმნიშვნელი ნიშანი მაგრდება კომუფლირებული პიჯაკის მარცხენა მხარეს, წარწერა „თავდაცვის ძალების" ზევით 5 მმ-ის დაშორებით;“; ბ) N6 პლანშეტის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) წარწერა „თავდაცვის ძალები“ (სიგრძე არანაკლებ 135 მმ და სიგანე 20 მმ) მაგრდება კომუფლირებული პიჯაკის მარცხენა ზედა მხარეს, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 14 სმ-ის დაშორებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2018.
- როდის იქნა მიღებული „სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №108. სარეგისტრაციო კოდი — 120110000.22.026.016655.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №108, 12.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 120110000.22.026.016655 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4389424/