„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№48
სარეგისტრაციო კოდი
120170050.22.026.016499
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №48

2017 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 


 


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ვ) ნორმატივების ჩაბარების დაწყებამდე ან მიმდინარეობისას, შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფის ექიმის მიერ, სამხედრო მოსამსახურის მიმართვის საფუძველზე, გაიცა ცნობა (ფორმა 1-038/მედ), რომელიც მას ათავისუფლებს ფიზიკური დატვირთვისაგან;

ზ) მის მიერ წარმოდგენილი იქნება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შესახებ, რომელიც მას ათავისუფლებს ფიზიკური დატვირთვისაგან;“.

3. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ნორმატივები ჩააბაროს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დასრულებიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ნორმატივების ჩაბარების რეკომენდაციას, საჭიროების შემთხვევაში გასცემს ჰოსპიტალი.“.

4. დანართი №1-ის პირველ მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. წოლბჯენიდან აზიდვის ნორმატივის შესრულების დროს სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია შეისვენოს წოლბჯენიდან აზიდვისათვის განსაზღვრულ საწყის მდგომარეობაში. ამასთან, ხელები უნდა იყოს გამართული და მუხლები არ უნდა ეხებოდეს ზედაპირს. შესვენების დრო შედის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წოლბჯენიდან აზიდვის ნორმატივის შესრულების ვადაში.“.

5. დანართი №2-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამხედრო მოსამსახურე კომანდაზე − ,,მიიღეთ საწყისი მდგომარეობა” იკავებს პოზიციას ჯდომში  და მუხლებს ხრის 90 გრადუსით. ტერფები კონტაქტში რჩება ზედაპირთან სრულად. ტერფები შესაძლოა იყოს შეტყუპებული ან ერთმანეთისაგან 30 სანტიმეტრამდე დაშორებული. ტერფების დაჭერა ხდება დამხმარის მიერ. ხელები უნდა იყოს თავს უკან და თითები შეერთებული;

ბ) კომანდაზე − „დაიწყეთ“ სამხედრო მოსამსახურე მთლიანი ტანით გადადის უკან ისე, რომ ბეჭები ზედაპირს შეეხოს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ წამოიწევა წინ ზედა ტანით და  იღებს ვერტიკალურ მდგომარეობას, რაც ნიშნავს კისრისა და ხერხემლის ფუძის ერთ ხაზზე ყოფნას;“.

6. დანართი №2-ის პირველ მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„4. მუცლის პრესის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია ჯდომში შესვენება მუხლებთან თავის მიტანით, ამ დროს ხელები უნდა იყოს თავს უკან და თითები შეერთებული. დასვენების დრო შედის, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მუცლის პრესის ნორმატივის შესრულების ვადაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია