„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
120170050.22.026.017062
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №22

2023 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „22. ფიზიკური ნორმატივი არის ორი სახის: საკვალიფიკაციო და შიდა ფიზიკური ნორმატივები.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს სისტემაში, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პერიოდულობა განისაზღვრება წელიწადში ერთხელ (სექტემბერი – ოქტომბერი), რომლის ჩაუბარებლობის შემთხვევაში დგება სამხედრო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პერიოდულობის მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები დაქვემდებარებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, პერიოდულად უტარებენ ფიზიკური მომზადების დონის დასადგენ შიდა ფიზიკურ ნორმატივებს, რომლის ჩაუბარებლობა არ იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

5. სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც შიდა ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებისას მიიღო უარყოფითი შეფასება, ქვედანაყოფის ხელმძღვანელი წერილობით აფრთხილებს საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობის შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, განუსაზღვრავს პასუხისმგებელ პირს (სერჟანტთა ან ოფიცერთა შემადგენლობიდან) ნორმატივების ჩაბარებასა და ფიზიკურ მომზადებაში კონსულტირებისა და სათანადო რჩევა-დარიგების მიზნით.“.

3. მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების შესრულებაში მიიღებს უარყოფით შეფასებას, ვალდებულია ნორმატივების ჩაუბარებლობიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში გადააბაროს ნორმატივები. თუ გადაბარებისას სამხედრო მოსამსახურე მიიღებს უარყოფით შეფასებას კვლავ დგება მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამხედრო მოსამსახურეს (გარდა იუნკერი/ოფიცერთა საკანდიდატო კურსის მსმენელი), რომელსაც საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების გადაბარებისას უარყოფითი შეფასების გამო დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მისი მოქმედების პერიოდში, უფლება აქვს სურვილის შესაბამისად კვლავ გადააბაროს საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივები, ამ შემთხვევაში ნორმატივების შეუსრულებლობა დამატებით არ იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არის ორსული ან მშობიარობიდან არ არის გასული ერთი წელი;“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 22 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე