„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №31 |
|
2019 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“, „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირველი და მეორე კურსის იუნკერი თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 60 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში – არანაკლებ 180 ქულას, ხოლო მესამე და მეოთხე კურსის იუნკერი, ასევე ოფიცერთა საკანდიდატო კურსის მსმენელი თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 70 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში – არანაკლებ 210 ქულას; დ) საკარიერო სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელი, თუ აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკურ მომზადებას, თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 70 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში – არანაკლებ 210 ქულას, ხოლო თუ საგანმანათლებლო პროგრამა არ ითვალისწინებს ფიზიკურ მომზადებას, თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 60 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში ჯამურად – არანაკლებ 180 ქულას; დ1) სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელი/იუნკერი თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 60 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში – არანაკლებ 180 ქულას;“. 2. მე-6 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სხვა ქვედანაყოფში ან სამხედრო პროფესიული განათლების პროგრამებზე (გარდა არაუმეტეს შვიდი სასწავლო კვირის ხანგრძლივობის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული ნახევრადინტენსიური სასწავლო პროგრამებისა) მივლინებული/ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურე ფიზიკურ ნორმატივებს აბარებს სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალ იმ ქვედანაყოფში/სასწავლო კურსზე, სადაც იგი მივლინებულია/ჩარიცხულია, ხოლო თუ მას არ ჩაუბარებია ფიზიკური ნორმატივები მივლინების ადგილას (საგანმანათლებლო პროგრამაზე), იგი ფიზიკურ ნორმატივებს აბარებს ქვედანაყოფში დაბრუნებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში. არაუმეტეს შვიდი სასწავლო კვირის ხანგრძლივობის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამები და სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული ნახევრადინტენსიური სასწავლო პროგრამები არ ითვალისწინებს ფიზიკურ ნორმატივებს. შესაბამისად, აღნიშნულ კურსებზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურე ფიზიკურ ნორმატივებს აბარებს პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფში დაბრუნებიდან არა უმეტეს ერთი თვის ვადაში, შესაბამისი ქვედანაყოფის მიერ განსაზღვრულ დროს.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. მსმენელს, რომელიც ჩააბარებს სამხედრო პროფესიული განათლების პროგრამის მისაღები ან გამოსაშვები გამოცდის ფიზიკურ ნორმატივებს, ასევე ჩაბარებულად ეთვლება ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ფიზიკური ნორმატივებიც, თუ მათ შორის შუალედი არ აღემატება ორ თვეს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.08.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.08.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 120170050.22.026.016722.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.08.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №31, 14.08.2019, სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016722 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4635792/