„პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№128
სარეგისტრაციო კოდი
120170050.22.026.016675
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №128

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016513) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.დ“ ქვეპუნqტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ტაქტიკური და საწვრთნელი ველი – ტერიტორია, რომელიც აკმაყოფილებს სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფის მოთხოვნებს სწავლების ჩასატარებლად;“;

ბ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პოლიგონის/სასროლეთის თავისებურებებისა და ადგილმდებარეობის პირობების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებში (შემდგომში – ,,ქვედანაყოფი“), რომლებსაც ექვემდებარება პოლიგონი/სასროლეთი, მუშავდება და ქვედანაყოფის ხელმძღვანელის (მეთაური/უფროსი) მიერ მტკიცდება პოლიგონისა და სასროლეთის 1:10000 ან/და 1:25000 მასშტაბის რუკა.“;

გ) 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ ქვედანაყოფიდან, რომელსაც უტარდება სწავლება, გამოიყოფა მეთვალთვალეები, რომლებიც  აღჭურვილი არიან ოპტიკური ხელსაწყოებით და იმყოფებიან საკომანდო და  სათვალთვალო კოშკებზე.“;

დ) 37-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვედანაყოფის მეთაური, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პოლიგონი/სასროლეთი, წარდგენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალების და სხვა ფეთქებადი საგნების/ნივთიერებების აღრიცხვის ბარათის საფუძველზე, ორგანიზებას უწევს პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიის გაწმენდას.“;

ე) 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება პოლიგონი/სასროლეთი, ვალდებულია:

ა) პოლიგონზე/სასროლეთზე, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, ქვედანაყოფში ჩამოაყალიბოს არასაშტატო სახანძრო რაზმები, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან ხანძრის ჩასაქრობი საშუალებებით და შესაბამისი ავტოტრანსპორტით;

ბ) ორგანიზება გაუწიოს პოლიგონზე არანაკლებ 10 ტონა წყლის რეზერვუარის მოწყობას, რომელიც მუდმივად  ავსებული იქნება წლის მარაგით.“;

ვ) 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (მეთაური/უფროსი), რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება პოლიგონი/სასროლეთი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან კოორდინაციით, ორგანიზებას უწევს ადგილობრივ მოსახლეობასთან პერიოდულ შეხვედრებს, რათა გააცნოს მათ პოლიგონის/სასროლეთის მუშაობის ზოგადი წესები და რეგულაციები.“;

ზ) 48-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48

1. პოლიგონის/სასროლეთის და ტირის ტერიტორიის მოსაძიებლად, შესარჩევად და შესასწავლად საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით იქმნება კომისია.

2. კომისია შეიმუშავებს პოლიგონის/სასროლეთის და ტირის ფორმულარს, რომელიც მტკიცდება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით. 

3.  საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებით მტკიცდება:

ა) პოლიგონის/სასროლეთის და ტირის ფორმულარის ნიმუშის ფორმა;

ბ) პოლიგონის/სასროლეთის და ტირის მოსაწყობად ტერიტორიების მოძიების, შერჩევისა და შესწავლისათვის გასატარებელი ღონისძიებები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.12.2018.
როდის იქნა მიღებული „პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №128. სარეგისტრაციო კოდი — 120170050.22.026.016675.
რამდენი მუხლისგან შედგება „პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №128, 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016675 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4390018/