აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ 2018 წლის განმავლობაში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2018 წლის ანგარიში

 

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ 2018 წლის განმავლობაში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ

• 2018 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 1 განცხადება. მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

• საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მიზნით სამმართველოში მოთხოვნა არ შემოსულა;

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სამმართველოს უფროსის მიერ;

• სამმართველოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავებას ადგილი არ ჰქონია;

 • საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევევბი არ დაფიქსირებულა. აგრეთვე არ მომხდარა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადება;

• 2018 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 1,50 (ერთი ლარი და 50 თეთრი) ლარი.

                                                                                                              ჯემალ ნაკაშიძე