სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე:
1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2018 წლის განმავლობაში შემოსულია სულ – 990 განცხადება. აქედან, დაკმაყოფილდა – 830 განცხადება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 36 განცხადება, უარი ეთქვა – 124 განმცხადებელს, ვინაიდან, მოთხოვნილი ინფორმაცია ეხებოდა პირის პერსონალურ მონაცემებს.
2. საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ან მის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ. სხდომები დახურულ იქნა მხოლოდ ისეთი მოთხოვნების განხილვისას, სადაც სავალდებულო იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცულობა.
3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებების („სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“- 2012 წლის 23 ივლისი, N279; „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“- 2017 წლის 29 დეკემბრის N601; „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“- 2017 წლის 28 დეკემბრის N592; „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ 2013 წლის 21 თებერვლის N36; „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2017 წლის 23 მარტის №137) საფუძველზე, პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა განხორციელდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებითა და ფუნქციონირებს შემდეგი მონაცემთა ბაზების სახით:
ა) სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზა;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა;
გ) შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემის (Worknet.gov.ge) ბაზა;
დ) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრი;
ე) მეურვეობა/მზრუნველობის ქვეშ მყოფი და მხარდაჭერის მიმღები პირების მონაცემთა ბაზა;
ვ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამებისა და სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა აღრიცხვის ბაზები;
ზ) დევნილთა და ეკომიგრანტთა ერთიანი მონაცემთა ბაზა;
თ) სხვა სოციალური დახმარების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზები;
დასახელებული ბაზებიდან ინფორმაცია გაცემულ იქნა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-8 მუხლის საფუძველზე.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას 2018 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.
5. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები 2018 წლის განმავლობაში არ გასაჩივრებულა.
თამაზ მოდებაძე