1. ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა (შემდგომში – EHR სისტემა) არის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავი. სისტემაში დაცული მონაცემები შექმნილია და გაზიარებადია ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ და ეკუთვნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორ,იებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო).
2. EHR სისტმა მოიცავს ნებისმიერი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდისა და ამბულატორიული ვიზიტის დროს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირის მიერ (შემდგომში – ექიმი) შეგროვებული ინფორმაციის ამ დანართით განსაზღვრულ ნაწილს და ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრული უწყებების მონაცემთა საცავებიდან მოწოდებულ, ამავე დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას.
3. ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა (შემდგომში – EMR სისტემა არის სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით წარმოებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები ამ სამედიცინო დაწესებულების პაციენტის შესახებ, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად იქმნება, გროვდება და იმართება ამ სამედიცინო დაწესებულების ავტორიზებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირების და სხვა უფლებამოსილი პირების მიერ. EMR სისტემა ეკუთვნის სამედიცინო დაწესებულება