1. EHR სისტემის მფლობელია სამინისტრო.

2. EHR სისტემასთან წვდომა ხორციელდება შემდეგი ელექტრონული რესურსებიდან:

ა) EMR სისტემიდან (ექიმის როლით);

ბ) EHR სისტემის ექიმის გვერდი (შემდგომში – ექიმის გვერდი, ექიმის როლით);

გ) EHR სისტემის პაციენტის გვერდი (შემდგომში – პაციენტის გვერდი, პაციენტის როლით);

დ) EHR სისტემის ანალიტიკური გვერდი (მფლობელის მიერ მინიჭებული ავტორიზებული მომხმარებლის როლით).

3. EHR სისტემის ექიმის გვერდი წარმოადგენს EHR სისტემის ნაწილს, რომელშიც ექიმს შეაქვს მონაცემები პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თითოეული ეპიზოდის/თითოეული ამბულატორიული ვიზიტის შესახებ. ექიმის გვერდი მოიცავს შემდეგ ორ კომპონენტს:

ა) ინფორმაცია ჰოსპიტალიზაციის თითოეული ეპიზოდ(ებ)ის/თითოეული ამბულატორიული ვიზიტ(ებ)ის შესახებ;

ბ) ცხოვრების ანამნეზი – ჰოსპიტალიზაციის სხვადასხვა ეპიზოდიდან/ამბულატორიული ვიზიტებიდან გენერირებული ინფორმაცია.

4. ექიმის გვერდის წარმოების წესს (ინსტრუქციას) ადგენს სამინისტრო.

5. პაციენტის გვერდი წარმოადგენს EHR სისტემის ნაწილს, რომელშიც მოიცავს ამ პაციენტის შესახებ სამედიცინო ინფორმაციას.

6. პაციენტის გვერდის წარმოების წესს (ინსტრუქციას) ადგენს სამინისტრო.

7. EHR სისტემის მომხმარებელია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ზედამხედველობის განხორციელების და კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულების მიზნით.

8. EHR სისტემის მომხმარებელია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულების მიზნით.

9. EHR სისტემის მომხმარებელია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო), ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ზედამხედველობისა, სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის განხორციელების და კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულების მიზნით.

10. ამ მუხლით მომხმარებლად განსაზღვრული სამსახურები, მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, EHR სისტემის ანალიტიკური გვერდის საშუალებით, უზრუნველყოფენ EHR სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებას, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დანართით განსაზღვრული წესის შესაბამისად. მონაცემებთან წვდომა განხორციელდება სისტემის მფლობელისაგან ავტორიზებული მომხმარებლის უფლების მინიჭების გზით.

11. EHR სისტემის მომხმარებელთა უფლებამოსილება შეზღუდულია კანონმდებლობით დადგენილი მიზნით და ფარგლებით.

12. ინფორმაციის უსაფრთხოების მიზნებისათვის, სამინისტრო ადგენს პაციენტის, სამედიცინო დაწესებულების, პაციენტის ინფორმაციის დამუშავებაში ჩართული მხარეების სისტემასთან წვდომისათვის საჭირო აუთენტიფიკაციისა და ავტორიზაციის წესებ