1. EHR სისტემისათვის გადაცემული ინფორმაციის შესწორებას ახორციელებს მონაცემთა წარმდგენი.

2. EHR სისტემისათვის გადაცემული ინფორმაციის შესწორების მიზნით, მონაცემთა წარმდგენმა სისტემის მფლობელთან უნდა დააფიქსიროს ოფიციალური შეტყობინება (მ.შ. ცხელი ხაზი, წერილი) ინფორმაციის განახლების საჭიროების შესახებ.

3. EHR სისტემის მფლობელს უფლება აქვს, გამოკითხოს მონაცემთა მომწოდებელი, თუ ეჭვი გაუჩნდება მონაცემთან დაკავშირებით.

4. იმ შემთხვევაში თუ EHR სისტემის მფლობელი თავად აღმოაჩენს საეჭვო მონაცემს, ის უფლებამოსილია მიმართოს მონაცემთა წარმომდგენს აღნიშნული მონაცემის გადამოწმების და საჭიროების შემთხვევაში, ჩასწორების მოთხოვნით.

5. EHR სისტემაში პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ არსებული მონაცემები, რომლებიც შეყვანილია სისტემაში წარმოების შესაბამისი წესის დარღვევით და შეუძლებლია მათი ჩასწორება, განიხილება არასწორ მონაცემებად და მათი გამოყენება არ განხორციელდება, რის შესახებაც ინფორმაცია ეცნობება მონაცემთა მიმღებ ყველა სუბიექტ