1. ექიმმა EHR სისტემის მონაცემებთან წვდომისათვის სისტემაში უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ამასთან, EHR სისტემაში ყოველი შესვლისას აუცილებელია ავტორიზაციის ეტაპის გავლა.

2. EHR სისტემაში ექიმის რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად, ასევე, ექიმის ავტორიზაციის შეჩერების ან/და მის მონაცემებში ცვლილებების შეტანის მიზნით, პირის იდენტიფიცირებისათვის, EHR სისტემა იყენებს სსგს-ს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებულ შესაბამის ინფორმაციას:

ა) ექიმის რეგისტრაციის მიზნით, ხდება პირის იდენტიფიცირება, მოწმდება მიღებული პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გარდაცვალების სტატუსი);

ბ) ექიმის ავტორიზაციისას ხორციელდება მისი პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გარდაცვალების სტატუსი) შესახებ ინფორმაციის გადამოწმება, შესაბამის მონაცემთა გათვალისწინებისა, ხოლო, გარდაცვალების შემთხვევაში, ავტორიზაციის შეწყვეტის მიზნით.

3. ექიმის რეგისტრაციისას და ავტორიზაციისას ხორციელდება მისი მოქმედი სერტიფიკატის არსებობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.

4. ავტორიზებული ექიმი უფლებამოსილია, EHR სისტემის საშუალებით, დაამუშაოს მონაცემები მხოლოდ:

ა) სამედიცინო საქმიანობის (სამედიცინო მომსახურების) განხორციელების მიზნით;

ბ) პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების რედაქტირების მიზნით;

გ) პაციენტის მოთხოვნით.

5. პაციენტის პირადი ნომრითა და დაბადების თარიღით იდენტიფიცირების შემდეგ ავტორიზებულ ექიმს საშუალება ეძლევა EHR სისტემიდან მიიღოს მოცემული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაცია, თუ ეს ინფორმაცია არ არის დაფარული პაციენტის ან მისი მოთხოვნით – სხვა უფლებამოსილი პირის მიერ.

6. ექიმი უფლებამოსილია, გაეცნოს და ამ დანართით გათვალისწინებული მიზნებისათვის, დადგენილი წესით, გამოიყენოს ინფორმაცია პაციენტის შესახებ ყველა ხილული ეპიზოდიდან; ექიმს შეუძლია სამედიცინო დაწესებულების EMR სისტემაში ჩამოტვირთოს და შეინახოს მხოლოდ ცხოვრების ანამნეზი, აღნიშნული შეზღუდვა უზრუნველყოფილია ელექტრონული სისტემის ფუნქციონალით.

7. არსებულ ცხოვრების ანამნეზს, EMR სისტემაში, ექიმი ამატებს ინფორმაციას მიმდინარე ეპიზოდის მონაცემებიდან და შემთხვევის (ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდი/ამბულატორიული ვიზიტი) დასრულებიდან, ამ დანართით განსაზღვრულ ვადაში, გადასცემს EHR სისტემაში.

8. ექიმის მიერ EHR სისტემაში გადაცემული (შეყვანილი) ეპიზოდის/ვიზიტის მონაცემები ჩვეულებრივ ხილულია (გაზიარებულია) სისტემაში ავტორიზებული ყველა ექიმისთვის, შესაბამისად, ხილულია ამ ეპიზოდის/ვიზიტის შესაბამისი ცხოვრების ანამნეზის შემადგენელი მონაცემებიც.

9. თუ პაციენტს დაფარული აქვს ინფორმაცია, მაგრამ ექიმთან ვიზიტისას თანახმაა გახსნას დაფარული მონაცემი პაციენტის პორტალზე შესვლის გარეშე, ექიმს შეუძლია, გამოიყენოს სამინისტროს მიერ დანერგილი SMS სერვისი, რომლის საშუალებითაც პაციენტი, მობილურ ტელეფონზე მოსული ერთჯერადი კოდის ექიმისათვის გადაცემით, მას (ექიმს) აძლევს საშუალებას, გააზიაროს დაფარული მონაცემები.

10. გამონაკლის შემთხვევებში (ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტის, შემთხვევაში, როდესაც მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინტერესის გათვალისწინებით და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არ აქვს მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს, ასევე, ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხევევებში), ექიმს უფლება აქვს ერთჯერადად, მხოლოდ ამ შემთხვევის მიზნებისათვის, მიიღოს პაციენტის დაფარულ მონაცემებზე წვდომა მისი თანხმობის გარეშე. ეს უფლება გრძელდება სესიის დასრულებამდე. ასეთ შემთხვევებში ექიმის მიერ კეთდება კომენტარი (მაგ. ,,საგანგებო სიტუაცია” (და მისი აღწერა) და ა.შ.). ასეთი სახით ხილვად ინფორმაციას დაფარვა/გაზიარების მანამდე არსებული სტატუსი არ ეცვლება. აღნიშნული ქმედება ლოგირდება სისტემის მიერ.

11. ექიმს უფლება აქვს, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, დაფაროს პაციენტის მონაცემები გარკვეული ვადით, რათა იგი არ გამოჩნდეს პაციენტის პორტალზე, თუკი აღნიშნული ინფორმაცია პოტენციურად საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას. ამ ქმედების დასაბუთება კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა აისახოს EMR სისტემაშ