1. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება EHR სისტემასთან წვდომას ახორციელებს მისი ლოკალური EMR სისტემის გამოყენებით, აუცილებელია მისი EMR სისტემა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) EMR სისტემაზე წვდომა ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებული პირების მიერ. ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს ექიმი;
ბ) EMR სისტემაზე ყოველი წვდომისას აუცილებელია, EMR სისტემა ითხოვდეს ავტორიზაციის გავლას;
გ) სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, შეინახოს მისი შიდა საინფორმაციო სისტემის მომხმარებელთა რეგისტრი, მათ მიერ შექმნილი ჩანაწერები და წვდომის უფლებები ამ დანართით დადგენილი ვადებით;
დ) EMR სისტემას უნდა გააჩნდეს სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ყველა მონაცემის აღრიცხვის საშუალება;
ე) EMR სისტემაში უნდა ხორციელდებოდეს ლოგირება ამ დარათის შესაბამისად. ლოგირების ბაზები უნდა ინახებოდეს ამავე დანართით განსაზღვრული ვადით.
2. სამინისტროს უფლება აქვს, გონივრული ეჭვის საფუძველზე, მოითხოვოს EMR სისტემის ამ მუხლში აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებ