1. მონაცემები EHR სისტემიდან მიიღება:
ა) ავტორიზებული ექიმის მიერ სისტემასთან პირდაპირი წვდომით;
ბ) ავტორიზებული ექიმის მიერ სამედიცინო დაწესებულების ლოკალური EMR სისტემის გამოყენებით.
2. EHR სისტემაში ავტორიზებულმა ექიმმა, მის მიერ სისტემაში შეყვანილი ან EMR სისტემის მეშვეობით გადაცემული ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულების შიგნით წარმოებულ დოკუმენტაციაშიც უნდა შეინახოს ზუსტად ისე, იმ ფორმატით და იმ თარიღებით, როგორც ეს მითითებული აქვს EHR სისტემაში.
3. სამინისტროს უფლება აქვს, შეზღუდოს ან აკრძალოს EHR სისტემაზე წვდომა, თუკი მონაცემთა გაცვლა წარმოშობს ინფორმაციული უსაფრთხოების დარღვევის რისკებ