1. პაციენტს უფლება აქვს, მიიღოს EHR სისტემაში მის შესახებ არსებული ინფორმაცია და მისი პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. პაციენტს უფლება აქვს, მიიღოს EHR სისტემაში მის შესახებ არსებული მონაცემების დამუშავების შესახებ ლოგირებული ინფორმაცია.
3. სამედიცინო დაწესებულება, რომელიც დაკავშირებულია EHR სისტემასთან, ვალდებულია, პაციენტს მიაწოდოს ინფორმაცია EHR სისტემაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით, პაციენტის უფლებებზე, EHR სისტემის მფლობელისა და მისი მონაცემების EHR სისტემაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია პაციენტს შეიძლება მიეწოდოს წერილობით ან ზეპირად, პაციენტის მოთხოვნის შესაბამისად.
4. თუ პაციენტს მიაჩნია, რომ მის ინფორმაციაზე წვდომა განხორციელდა არასაკმარისი საფუძვლებით, მას უფლება აქვს, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ან გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესი