1. პაციენტს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემის შესწორება (მონაცემთა დამატება, ჩასწორება, წაშლა, განადგურება) იმ პირისგან, რომელმაც მონაცემი ასახა EHR სისტემაში. ამ მიზნით მონაცემთა წარმდგენმა სამინისტროში უნდა დააფიქსიროს ოფიციალური შეტყობინება (მ.შ. ცხელი ხაზი, წერილი) მონაცემების შესწორების საჭიროების შესახებ. სამინისტრო უფლებამოსილია, დაუშვას შესაბამისი ავტორიზებული ექიმის მეშვეობით მონაცემთა შესწორება.
2. თუ პაციენტი ექიმისგან მოითხოვს მის შესახებ არსებული სამედიცინო ჩანაწერის შესწორებას, იგი ვალდებულია, დადგენილი წესით, EHR სისტემას გადასცეს შესწორებული მონაცემები.
3. არასწორი მონაცემების აღმოჩენა და შესწორების მოთხოვნა შეუძლია როგორც ექიმს, ასევე პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელ