1. EHR სისტემის შემადგენელი ნაწილია პაციენტის გვერდი. გვერდის საშუალებით პაციენტს შეუძლია ნახოს მის შესახებ სისტემაში არსებული ინფორმაცია და მონაცემთა დამუშავების ლოგები.
2. პაციენტის გვერდზე შესასვლელად პაციენტი რეგისტრირებული უნდა იყოს EHR სისტემაში.
3. პაციენტის რეგისტრაცია ხდება მის შესახებ EHR სისტემაში ჩანაწერის გაჩენისთანავე (გენერირდება მომხმარებლის სახელი და პაროლი).
4. EHR სისტემაში პაციენტის რეგისტრაციის მიზნით პირის იდენტიფიცირებისათვის EHR სისტემა იყენებს სსგს-ს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებულ ინფორმაციას (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, გარდაცვალების სტატუსი).
5. პაციენტის იდენტიფიცირება სსგს-ს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა ის პირველად რეგისტრირდება EHR სისტემაში, სხვა შემთხვევებში იდენტიფიკაცია და ავტორიზაცია ხდება EHR სისტემაში უკვე არსებული მონაცემების საფუძველზე.
6. EHR სისტემაში პაციენტის შემთხვევის (ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდი/ამბულატორიული ვიზიტი) შესახებ სამედიცინო ჩანაწერის დაფიქსირებისთანავე გენერირდება პაციენტის სამახსოვრო. ექიმი ვალდებულია გააცნოს პაციენტს აღნიშნული ინფორმაცია. პაციენტისათვის სამახსოვროს გაცნობა შესაძლებელია ბეჭდური ვერსიის საშუალებით, პაციენტის ელექტრონულ ფოსტაზე ან SMS-ის სახით მის მობილურ ტელეფონზე გაგზავნით. ამ შემთხვევაში პაციენტს, მის პროფაილში, ექიმის დახმარებით, მითითებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეკვიზიტები (ელფოსტა ან/და მობილური ტელეფონის ნომერი). პაციენტის გვერდზე პირველივე წვდომის მცდელობისთანავე, სისტემა პაციენტისაგან მოითხოვს პაროლის ცვლილებას.
7. პაციენტს თავისივე გვერდზე წვდომა, ასევე, შეიძლება მიეცეს ავტორიზებული რესურსებიდან (მაგალითად, www.citizen.moh.gov.ge; my.gov.ge).
8. EHR სისტემაში პაციენტზე არსებული მონაცემები (ხილულიც და დაფარულიც), პაციენტის გვერდის საშუალებით ხილულია ამ პაციენტისთვის, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
9. EHR სისტემაში რეგისტრირებულ პაციენტს უფლება აქვს, განახორციელოს ეპიზოდის/ვიზიტის გაზიარება/დაფარვისთვის საჭირო ქმედებები პაციენტის გვერდის საშუალებით. ეპიზოდის/ვიზიტის გაზიარება/დაფარვა ავტომატურად აისახება ცხოვრების ანამნეზში მოცემულ ინფორმაციაზეც.
10. EHR სისტემაში რეგისტრირებულ პაციენტს უფლება აქვს, მოითხოვოს, უკვე არსებული ჩანაწერები იყოს დაფარული/გაზიარებული (ხილვადი) სხვებისთვის სრულად ან ნაწილობრივ (რომელიმე ეპიზოდის/ვიზიტის დონეზე). ექიმი ვალდებულია, შეასრულოს პაციენტის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ექიმის მიერ შესაბამის მოთხოვნაზე ფორმირდება დაშვების კოდი, რომელიც SMS-ის სახით ეგზავნება პაციენტს მის პროფაილში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზ