სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წლიური ანგარიში
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
(2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე)
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ წლიურ (2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე) ანგარიშს:
ა) სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 12 განცხადება. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის − MY.GOV.GE − მეშვეობით.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნა დანაშაულის პრევენციის ცენტრში არ შემოსულა.
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ შემოსული განცხადებებიდან
1. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო ინფორმაცია გაიცა 8 შემთხვევაში;
2. 4 განცხადებაზე მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება/დამუშავება.
ცენტრში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღო ცენტრის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ხელაძემ.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსული 12 განცხადებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ იქნა 9 განცხადება, მოქალაქეების მხრიდან − 3 განცხადება.
გ) ცენტრში ცალკეული სტრუქტურული ერთეული მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდა პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. ცენტრში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება.
2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის დარღვევისა და დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
ე) საანგარიშო პერიოდში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევას.
ვ) სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
ზ) ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში ხარჯები არ წარმოშობილა.
ლადო ჯავახიშვილი
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“
დირექტორი მოვალეობის შემსრულებელი