2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.12.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/547
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016578
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.12.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2018 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ 2015 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ 2016 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ 2017 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ 2020-2026 წლების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/547
2018 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „2019 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი“ 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 2🔗
ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის მარეგულირებელ სადგურად მიიჩნევა შემდეგი წარმოების ლიცენზიატები: ა) შპს „ენგურჰესი“; ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადი“.
მუხლი 3🔗
ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების მიზნით ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია