ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის რაიონული სასამართლოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას და ა.შ.
2018 წლის განმავლობაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 36 განცხადება, მათ შორის:
არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირის - 17
სამეწარმეო იურიდიული პირის - 4
მედია საშუალების - 2
მოქალაქის - 11
ადვოკატის - 1
ადმინისტრაციული ორგანოს -1
შემოსულ განაცხადთაგან 26 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 10 მოთხოვნა. დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლი. მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის წარმოდგენის არ არსებობა. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი და სასამართლოს განსჯადობა/ქვემდებარეობის გამო.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:
თამარ ობოლაშვილი - ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილების) უფროსი - 2011 წლის 10 იანვრიდან ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე შემოვიდა ერთი საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სასარჩელო წესით.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.
ერთ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯმა შეადგინა 10 ლარი, 90 თეთრი, რაც ანაზღაურებული იქნა მხარის მიერ.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების თამარ ობოლაშვილი
(განყოფილების) უფროსი