ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის 2018 წლის ანგარიში  

 

  
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 2018 წელს შემოსულია 24 განცხადება, რომელთაგან დაკმაყოფილდა 23, ხოლო ერთ შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით.

ამასთან გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს:

- სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.

- სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა;

- სახელმწიფო  რწმუნებულის-გუბერნატორის  ადმინისტრაციის  საჯარო  მოსამსახურეთა  მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არცერთი საჯარო მოსამსახურის მიმართ არ გამოყენებულა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა;

- საჯარო  ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შორენა სუმბაძე.

 

ქადაგიშვილი ირაკლი