დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2018 წლის ანგარიში
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2018 წლის ანგარიშს:
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა შვიდი განცხადება და ყველა მათგანზე გაიცა შესაბამისი ინფორმაცია. უარის თქმის თაობაზე არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ არ მომხდარა პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის და მათთვის დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
შ. კერესელიძე