მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში, საჯარო ინფორმაციის გაცემა / არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში , 201 8 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით , სულ შემოსულია 28 განაცხადი; ხოლო მოთხოვნა – საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე , მუნიციპალიტეტის მერიაში არ შემოსულა;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 28 მოთხოვნა; არცერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) მუნიციპალიტეტის მერიაში არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე;
დ) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა, შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დაკისრებულა;
ე) მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს , შესაბამისად, არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები;
ვ) გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ განუცხადებია, შესაბამისად, უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
ზ) რამდენადაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ ყოფილა შემთხვევა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები .
 გ. კაპანაძე