სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
საანგარიშო პერიოდში (03.01.2018 წ. – 10.12.2018 წ.) სამტრედიი ს მუნიციპალიტეტი ს მერი ა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წარმოვადგენთ ანგარიშს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:
ა) საანგარიშო პერიოდში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 38 (ოცდათვრამეტი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;
ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 38 (ოცდათვრამეტი) წერილი, ხოლო უარყოფითი პასუხით 0 ;
გ) მერიამ ყველა შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ;
დ) საანგარიშო პერიოდში მერიის ორ თანამშრომელს დაეკისრა დისციპლინური სახდელი;
ე) მერიას გააჩნია მოხელეთა პერსონალურ მონაცემების, კონკურსანტთა და სტაჟიორთა პერსონალურ მონაცემების შემცველი ბაზა. ზემოაღნიშნულ ბაზებზე წვდომა გააჩნიათ მერიის შესაბამისს სტრუქტურულ ერთეულებს (პასუხისმგებელ პირებს);
ვ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეა - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი - ია ხოშტარია.
ვალერიანე ფოცხვერია