სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს ყოველწლიურ ანგარიშს:
ა) 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით აკრედიტაციის ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულია 61 წერილი. გაცემულ საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანასთან დაკავშირებით არცერთი მოთხოვნა არ დაფიქსირებულა. აკრედიტაციის ცენტრს არ მიუღია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსული 61 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესრულებული და გაგზავნილია 61 შესაბამისი პასუხი წერილობით. აკრედიტაციის ცენტრს არ მიუღია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან/არ გაცემასთან დაკავშირებით დახურული სხდომის ჩატარების თაობაზე.
გ) აკრედიტაციის ცენტრის საჯარო მონაცემთა ბაზა (აკრედიტებულ პირთა რეესტრი) განთავსებულია აკრედიტაციის ცენტრის ვებ გვერდზე: www.gac.gov.ge და ის ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. აღნიშნული ბაზა (ელ. ვერსია Excel-ის ფაილში) მუშავდება და ინახება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში. აკრედიტაციის ცენტრის ვებ გვერდზე ასევე განთავსებულია აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის საჯარო ინფორმაცია;აკრედიტაციის ცენტრში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა („დეს“), რის შედეგადაც აღნიშნულ პროგრამაში მონაცემთა ბაზების შექმნა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში.
დ) აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომელთა მიერ არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები;
ე) აკრედიტაციის ცენტრს არ გამოუყენებია საკანონმდებლო აქტები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას, ვინაიდან (როგორც ზემოთ აღნიშნა) მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა;
ვ) ვინაიდან აკრედიტაციის ცენტრის მიერ არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევები, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას;
ზ) აკრედიტაციის ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან აკრედიტაციის ცენტრის სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაწეულა.
სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო -
აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ხარებავა