„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3370
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 89, 03/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 182-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. პარლამენტის კომიტეტებმა, საპარლამენტო ფრაქციებმა, უმრავლესობამ, იმ პარლამენტის წევრებმა, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილონ და შესაბამისი დასკვნები წარუდგინონ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 4 ივლისისა.

2. საქართველოს კონტროლის პალატამ დასკვნა „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის შესახებ წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 3 ივლისისა.

3. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელი სხდომა გამართოს არა უგვიანეს 5 ივლისისა.

4. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თავისი დასკვნა და სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის და იმ პარლამენტის წევრთა დასკვნები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, წარუდგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს არა უგვიანეს 5 ივლისისა.

5. პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები წარუდგინოს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 7 ივლისისა.

6. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 12 ივლისისა.

7. პარლამენტმა „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი რიგგარეშე სესიაზე განიხილოს 14 ივლისს.

8. პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განხილვის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვაში გამოაცხადოს შესვენება არა უმეტეს 7 დღისა.

9. „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, ცალკეული პარლამენტის წევრები თავიანთ დასკვნებს და წინადადებებს (შენიშვნებს) წარუდგენენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არა უგვიანეს 17 ივლისისა თავის დასკვნასთან ერთად შემოსულ დასკვნებს (შენიშვნებს) უგზავნის პარლამენტის თავმჯდომარეს.

10. პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემული დასკვნები წარუდგინოს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 18 ივლისისა.

11. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი წარუდგინოს პარლამენტს არა უგვიანეს 20 ივლისისა.

12. „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე განიხილოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის გადაცემიდან არა უადრეს 5 დღისა.

3. პარლამენტმა „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს რიგგარეშე სესიაზე კენჭი უყაროს არა უადრეს 25 ივლისისა.

14. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3370–Iს