სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) 2018 წლის ანგარიშს საჯარო ინფორმაციის შესახებ, კერძოდ:
ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ცენტრში სულ შემოვიდა 162 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე განცხადება არ შემოსულა. ამჟამად წარმოებაშია 5 განცხადება;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 148 კორესპონდენცია, აქედან 14 განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, გაიცა ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც მიეკუთვნებოდა ცენტრის კომპეტენციას. 4 განმცხადებელს უარი ეთქვა კორესპონდენციის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მოთხოვნილი ინფორმაცია, თავისი არსით, წარმოადგენდა არა საჯარო ინფორმაციას, არამედ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას. ხოლო 10 განმცხადებელს უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან წარმოდგენილი საკითხების შესახებ ინფორმაციის ფლობა/დამუშავება სცდებოდა ცენტრის კომპეტენციის ფარგლებს. ამასთან, 2018 წლის საანგარიშო პერიოდში, 1 განმცხადებელს ეცნობა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციას, შესაბამისად, მათ უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ასევე, 3 განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კორესპონდენციაში დასმული საკითხი მოიცავდა არა საჯარო ინფორმაციას, არამედ – პერსონალურ მონაცემებს.
კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
ამასთან, გაცნობებთ, რომ 2018 წლის 03 იანვარს ცენტრის დირექტორის №03 ბრძანების საფუძველზე, საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საორგანიზაციო სამმართველოს სპეციალისტი – ნინო მეგენეიშვილი, რომლის არყოფნის პერიოდშიც მის მოვალეობას, ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი - დავით კობახიძე.
გ) რაც შეეხება საჯარო მონაცემთა ბაზების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ მოთხოვნას, ასევე, პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე ინფორმაციას, მოგახსენებთ შემდეგს:
1. საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების საფუძველზე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, აწვდის განახლებულ მონაცემებს წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, სტუდენტების შესახებ შეთანხმებული ფორმატით.
2. სს – საქართველოს ბანკს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შპს – თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის 2018 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების (№24), საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრი აწვდის ინფორმაციას სს – საქართველოს ბანკს, რომლის თანახმადაც შეღავათიანი ან/და უფასო სამგზავრო ტარიფით სამგზავროდ გადახდის შესაბამისი საშუალების – ბარათის მიღება, შეუძლიათ ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვთ სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი.
3. სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის 2018 წლის 13 მარტს გაფორმებული ,,მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის მიზნებისათვის მონაცემთა მოცულობის განსაზღვრისა და მიწოდების თაობაზე" (№13) მემორანდუმის საფუძველზე დადგენილი ფორმატით აწვდის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
4. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის №507 ბრძანებულების საფუძველზე ცენტრი უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის ხელმისაწვდომობას.
5. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების მინიჭების მიზნით ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აწვდის ინფორმაციას სტუდენტების სტატუსების, დაწესებულების, პროგრამების სტატუსებისა და სწავლის საფასურის შესახებ.
6. სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სწავლის დაფინანსების მინიჭების მიზნით ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აწვდის ინფორმაციას სტუდენტების სტატუსების, დაწესებულების, პროგრამების სტატუსებისა და სწავლის საფასურის შესახებ.
7. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სწავლის დაფინანსების მინიჭების მიზნით ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აწვდის
ინფორმაციას სტუდენტების სტატუსების, დაწესებულების, პროგრამების სტატუსებისა და სწავლის საფასურის შესახებ.
8. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის სწავლის დაფინანსების მინიჭების მიზნით ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აწვდის ინფორმაციას მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირის სახელის, გვარის, პირადი ნომრის, სტატუსების, დაწესებულების, საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლის საფასურის შესახებ.
9. სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მფლობელი და პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების შესახებ ინფორმაციის დამუშავების მიზნით ცენტრი უზრუნველყოფს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის ხელმისაწვდომობას.
დ) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში, ცენტრის თანამშრომელთა მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა "შენიშვნა" გამოყენეული იყო 9 – ჯერ; "გაფრთხილება" – 2-ჯერ და "თანამდებობრივი სარგოს 10% - ით დაქვითვა" – 3-ჯერ.
ე) ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ასევე, სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია (საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზს წარმოადგენდა სწორედ საჯარო ინფორმაციად არმიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, რაც ზემოთ იქნა აღნიშნული). ამდენად, რელევანტური საკანონმდებლო აქტების გამოყენების საჭიროებაც არ დამდგარა;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია.
ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებს, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდას, ადგილი არ ჰქონია. ასევე, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაწეულა.
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი დირექტორი ვაშაკიძე გიორგი