„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1818
2015 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში − „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პროექტის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ყურძნის შეძენა სპირტის წარმოების მიზნით − მაქსიმალური ვადა 36 თვე.“;
ბ) პროექტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტის გაცემა 2015 წელს დასაშვებია სააგენტოს მიერ საფინანსო ინსტიტუტთან შესაბამისი შეთანხმების გაფორმებიდან 2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.“;
გ) პროექტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. შეღავათიანი აგროკრედიტის სპეციალური პირობები ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით
1. ამ მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ – კომპონენტში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ საწარმოებზე, რომლებიც ყურძნის შეძენას ახდენენ სპირტის წარმოების მიზნით.
2. ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით, კრედიტის გაცემა დასაშვებია 2015 წლის 25 აგვისტოდან 1 ნოემბრამდე.
3. ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით, კრედიტის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ საწარმოებს. აღნიშნულ საწარმოთა ჩამონათვალს სააგენტოს აწვდის სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტო.
4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 000 ლარს, ხოლო კრედიტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს.
5. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს ამ მუხლით განსაზღვრული აგროკრედიტის პირობებით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს.
6. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ „საფერავის“, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშების ყურძნის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს შესაბამისი ყურძნის ჯიშის შეძენას და/ან შეძენილი ყურძნით ვერ ან არ მოხდება სპირტის წარმოება. ინფორმაციას შეძენილი და/ან გადამუშავებული ყურძნის მოცულობისა და ღირებულების შესახებ სააგენტოს აწვდის სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტო.
7. ამ მუხლის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არა უმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ, საგარანტიო წერილით. მეორადი უზრუნველყოფა ძალაშია სესხის არანაკლებ 30%-ით პირველადი უზრუნველყოფის შემთხვევაში. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს საფინანსო ინსტიტუტისთვის დასაბრუნებელი ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არა უმეტეს დასაბრუნებელი ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.
8. 2015 წლის 1 ნოემბრის შემდეგ სააგენტო სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოსგან მიიღებს ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ მე-6 პუნქტით განსაზღვრული სპირტის წარმოებისთვის ყურძნის შესაძენად გადახდილი თანხების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე, არა უგვიანეს 2016 წლის 1 მარტისა გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარ საწარმოსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.
9. დასაშვებია ერთ მსესხებელზე ერთზე მეტი პარალელური სესხის გაცემა იმ პირობით, რომ ასეთი სესხების საერთო თანხა არ გადააჭარბებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სესხის მაქსიმალურ თანხას.
10. რესტრუქტურიზებული სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწყისი სესხი გაცემულია ამავე მუხლის შესაბამისად და რესტრუქტურიზაციის შედეგად არ ხდება სესხის ვადის გაგრძელება.
11. დასაშვებია ამ მუხლის შესაბამისად გაცემული სესხის რეფინანსირება, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება ამ მუხლით გათვალისწინებული სესხის თანხა, ვადა და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.
12. დაუშვებელია ამ მუხლის შესაბამისად გაცემული სესხ(ებ)ით სხვა სესხ(ებ)ის რეფინანსირება, გარდა ამავე მუხლის ფარგლებში გაცემული სესხებისა.
13. დადგენილია სესხის შემდეგი საპროცენტო განაკვეთები:
| სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
| 20 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 15%-ისა |
| 50 001 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 14%-ისა |
| 100 001 ლარიდან 400 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არუმეტეს 13%-ისა |
| 400 001 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 12%-ისა |
| 1 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 11%-ისა |
| 5 000 001 ლარიდან 15 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 10 %-ისა. |
14. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ, სესხის ძირითადი თანხის 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის მომსახურების პარალელურად.
15. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარს უნდა მიეცეს საშეღავათო პერიოდი არანაკლებ 2016 წლის 1 მარტამდე როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე.
16. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 9 600 000 ლარს, რაც იანგარიშება შემდეგნაირად: კომპონენტის სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (50 000 000 ლარი) წლიური საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ ვადაზე (36 თვე) და გამრავლებული ანუიტეტის სავარაუდო კოეფიციენტზე (0.8).“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი