შეღავათიანი აგროკრედიტის ქვეკომპონენტის „მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოების“ თანადაფინანსების სპეციალური პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2392
2015 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
შეღავათიანი აგროკრედიტის ქვეკომპონენტის „მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოების“ თანადაფინანსების სპეციალური პირობების დამტკიცების შესახებ
„შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული შეღავათიანი აგროკრედიტის ქვეკომპონენტის „მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოების“ თანადაფინანსების სპეციალური პირობები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
შეღავათიანი აგროკრედიტის ქვეკომპონენტის
„მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოების“
თანადაფინანსების სპეციალური პირობები
1. შეღავათიანი აგროკრედიტის კომპონენტის „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისათვის“ ქვეკომპონენტი „მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები“ მიზნად ისახავს მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოებისთვის მანდარინის შესასყიდად გაცემული სესხების მიზნობრივ თანადაფინანსებას.
2. სესხის გაცემა დასაშვებია 2015 წლის პირველი ნოემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3. სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საწარმოებს. აღნიშნულ საწარმოთა ჩამონათვალს ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) აწვდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
4. ერთ ბენეფიციარზე გაცემული შეღავათიანი აგროსესხების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 000 ლარს, ხოლო სესხის ვადა კი არ უნდა აღემატებოდეს:
ა) სტანდარტული მანდარინის შემთხვევაში – 6 თვეს;
ბ) არასტანდარტული მანდარინის შემთხვევაში – 12 თვეს.
5. იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს ამ ქვეკომპონენტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ამ ქვეკომპონენტის სესხების გაცემის წინაპირობებსა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მოთხოვნებს.
6. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ მანდარინის შესაძენად აღებული სესხის წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული სესხის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს მანდარინის შეძენას.
7. 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ, სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან მიიღებს ინფორმაციას ბენეფიციარი საწარმოების მიერ მანდარინის შესაძენად გადახდილი თანხების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარ საწარმოსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრივად ათვისების თაობაზე.
8. ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ. მეორადი უზრუნველყოფა ძალაშია სესხის არანაკლებ 30%-ით პირველადი უზრუნველყოფის შემთხვევაში. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს საფინანსო ინსტიტუტისთვის დასაბრუნებელი ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს დასაბრუნებელი ნარჩენი ძირითადი თანხის 50% -ის ოდენობით.
9. დასაშვებია ერთ მსესხებელზე ერთზე მეტი პარალელური სესხების გაცემა იმ პირობით, თუ ასეთი სესხების საერთო თანხა არ გადააჭარბებს ამ ქვეკომპონენტის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ თანხას ერთ სეზონზე.
10. დასაშვებია სესხის რესტრუქტურიზაცია, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად, სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური თანხა არ აღემატება სესხის რესტრუქტურიზაციამდე გრაფიკით გათვალისწინებულ თანადაფინანსების ჯამურ თანხას.
11. დასაშვებია „მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა, ვადა და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.
12. დაუშვებელია ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით სხვა სესხ(ებ)ის რეფინანსირება, გარდა იმავე სეზონზე ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ისა.
13. დადგენილია სესხის შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
| სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
| 20 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 15%-ისა |
| 50 001 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 14%-ისა |
| 100 001 ლარიდან 400 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 13%-ისა |
| 400 001 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 12%-ისა |
| 1 000 001 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 11%-ისა |
| 5 000 001 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში | არაუმეტეს 10%-ისა. |
14. სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად.
15. სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირითადი თანხის, ასევე პროცენტის გადახდაზე, მიცემულ უნდა იქნეს არანაკლებ 2016 წლის პირველი თებერვლისა.
16. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო მაქსიმალური მოცულობა სტანდარტული მანდარინის შემთხვევაში შეადგენს 1 200 000 ლარს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (30 000 000 ლარი წლიურად) წლიური საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ ვადაზე (6 თვე).
17. საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების სავარაუდო მაქსიმალური მოცულობა, არასტანდარტული მანდარინის შემთხვევაში, შეადგენს 800 000 ლარს, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: სავარაუდო მაქსიმალური პორტფელის (10 000 000 ლარი წლიურად) წლიური საპროცენტო სარგებელი (განაკვეთი 8%) გადაანგარიშებული სესხის მაქსიმალურ ვადაზე (12 თვე).
18. ამ ქვეკომპონენტზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების №1 დანართით განსაზღვრული ტერმინთა განმარტებები.