ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2018 წლის 13 დეკემბერი ქ. ონი
|
|
ა) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 0-დან 70 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 80% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა;
ბ) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 70 001-დან 150 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 60% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი, აუცილებლობის შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 50% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი)ლარისა;
დ) ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთაც არა აქვთ ან შეჩერებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, გავრცელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები.
2. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით სამედიცინო დაწესებულების ან მოქალაქის პირად ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია).
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯის მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა ან ინვოისი), ხოლო თუ თანხა გადახდილია, აგრეთვე, ანგარიშსწორების ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ ან მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
ვ) ცნობა/მიმართვა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის შესახებ უარს ან/ და ლიმიტის ამოწურვას(საჭიროების შემთხვევაში);
ზ ) საბანკო ანგარიში.
4. დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წევრის მიერ განცხადების წარდგენა უნდა მოხდეს წინასწარ, სამედიცინო მომსახურების მიღებამდე ან სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.
5. ამ პროგრამით არ ფინანსდება:
ა) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
ბ) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;
გ) ესთეტიკური ქირურგია – კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული;
დ) კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურება.
2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV- №100/ა);
დ) საბანკო ანგარიში.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, არაუმეტეს 100 ლარისა.
3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 300 ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრის, მეურვის ან მზრუნველის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შშმ პირის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საბანკო ანგარიში.
ა) სამშვილიან ოჯახზე – 150 ლარი;
ბ) ოთხშვილიან ოჯახზე – 200 ლარი;
გ) ხუთშვილიან ოჯახზე – 250 ლარი;
დ) ექვს და მეტშვილიან ოჯახზე – 300 ლარი.
2. ოჯახზე შვილ(ებ)ის შეძენასთან დაკავშირებით 1 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 350 ლარის ოდენობით.
3. ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი შვილი 0-18 წლამდე ასაკის,
დამატებით ერთჯერადი დაფინანსება მიეცემათ 50 ლარის ოდენობით.
4. მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე საახალწლო - საშობაოდ გაიცემა 100 ლარი.
5. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
გ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიში;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ.
6. ოჯახებს, რომლებსაც 2018 წელს შეეძინათ ბავშვი და არ მიუღიათ დახმარება (1 წლის ასაკამდე) დახმარება გაეწევათ 350 ლარის ოდენობით.
ა) სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულ ბავშვზე 100 ლარი;
ბ) საახალწლო-საშობაოდ თითოეულ ოჯახზე 100ლარი.
2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრის, მეურვის ან მზრუნველის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბავშვის (ბავშვების ) დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო ანგარიში.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. დახმარებას მიიღებს გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც პირველად მიმართავს ონის მუნიციპალიტეტის მერიას.
2. დახმარების მისაღებად ხანდაზმული მოქალაქის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიში.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მერის სახელზე ზიანის დადგომიდან ათი სამუშაო დღის ვადაში;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საცხოვრბელის სახლის საკუთრების შესახებ (საჯარო რეესტრიდან) ან მეზობლების (არანაკლებ სამი მეზობელი) ჩვენების საფუძველზე შედგენილი და ნოტარიულად დამოწმებული აქტი, რომლითაც მეზობლები დაამოწმებენ დაზარალებული ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ფლობის ფაქტს, (საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში);
დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;
ე) მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის აქტი ზიანის ოდენობის შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიში.
2. დახმარების მისაღებად დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეული/გასაწევი ხარჯის შესახებ;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
2. დაინტერესებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომ მოქალაქეს არ გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;
ვ) ქირავნობის ხელშეკრულება;
ზ) „გამქირავებლის“ საბანკო ანგარიში.
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით;
ბ) მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანზე ზამთრის სეზონისთვის საშეშე მერქნის შესაძენად გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით;
გ) საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ქალებზე 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით;
დ) საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებზე 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით;
ე) თითოეულ ოჯახს გადაეცემა საშობაო საჩუქარი 100 ლარის ოდენობით.
2. სოციალურად დაუცველ ომის ვეტერანებზე 17 ოქტომბერს, ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდება ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილის სიის შესაბამისად.
2. მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნას და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდეგში – სამსახური).
3. სამსახური (სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება) ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს მერს. მერის მიერ იგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
4. სოციალური დახმარების თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.
ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №6 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბაჩანა მარკოიშვილი
დანართიონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი