აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ანგარიში
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ ინფორმაციის საჯაროობის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ანგარიშს.
საანგარიშო წლის განმავლობაში:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარედგინა 24 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით მომართვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ მიუღია, ხოლო ერთ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნა განხილვის პროცესშია.
3. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა 23 შემთხვევაში. გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში მიღებულია უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის - მაია ხაჯიშვილის მიერ. სხდომის დახურვის პირობებში გადაწყვეტილების მიღების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
4. უმაღლესი საბჭოს აპარატში ფუნქციონირებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა (დეს), რის შედეგადაც აღნიშნულ პროგრამაში მონაცემთა ბაზების შექმნა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში. უმაღლესი საბჭოს აპარატი პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გაცემისას ხელმძღვანელობს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მის მიერ მუშავდება, მასთან დაცულია, ინახება და მესამე პირებზე გაიცემა პერსონალური მონაცემები ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.
5. უმაღლესი საბჭოს მოსამსახურეთა მიერ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
6. უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.