სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და და საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით:
ა) სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 34 განაცხადი, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის მერიაში მოთხოვნა არ შემოსულა;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაკმაყოფილდა 34 მოთხოვნა;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დადებულა;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადგილი არ ქონია;
ვ) რამდენადაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინფორმაციის დამუშავება - გაცემასთან და საჯარო ინფორმაციის გაცემის უარის თქმის შესახებ არ გასაჩივრებულა, ამდენად არ არსებობს გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.