ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის ანგარიში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით წარმოგიდგენთ 2018 წლის ანგარიშს.
2018 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხრიდან დაცული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის მოთხოვნები, რომლებიც ეხება საჯარო ინფორმაციის მომზადების, დამუშავების, გავრცელების, შენახვის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს.
დაწესებულებაში შემოვიდა 3 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ყველა მათგანი დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების მიმღები – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელი ლელა ქემოკლიძე-მუკბანიანი.
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა.
საჯარო ინფორმციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარი არ გაცემულა, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.
ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებობს/დაცულია საჯარო მონაცემთა შემდეგი ბაზები:
დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;
დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;
შემოსული/გასული წერილები;
ინფორმაცია რესურსცენტრისა და სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;
საჯარო და კერძო სკოლების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციათა ბაზები;
საჯარო სკოლების საშტატო განრიგები და მონაცემები საჯარო სკოლაში თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების შესახებ (სატარიფიკაციო სიები);
საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა;
სკოლის დირექტორის არჩევა /დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციის ბაზა;
ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;
მონაცემები საჯარო და კერძო სკოლების მიერ არჩეული სახელმძღვანელოების შესახებ
ინფორმაცია საჯარო სკოლების მიერ იჯარით გაცემული ფართების შესახებ;
მონაცემები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე სკოლების შესახებ;
მასწავლებელთა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემის რეესტრი;
ინფორმაცია საჯარო სკოლებში მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ;
ინფორმაცია პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგების შესახებ;
ინფორმაცია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სკოლების/მოსწავლეების შესახებ.
ინფორმაცია ,,სკოლების საგრანტო დაფინანსების“ – თავისუფალი გაკვეთლების ფარგლებში სკოლების მიერ განხორციელებული გაკვეთილების შესახებ.
რესურსცენტრი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს რესურსცენტრის მოსამსახურეთა და რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.
2018 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:
მონაცემები სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველების შესახებ მათი რეგისტრაციის მიზნით;
სერთიფიცირებული პედაგოგების შესახებ მონაცემები მათთვის დანამატის გაცემის უზრუნველსაყოფად;
მონაცემები წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა) შესახებ;
მონაცემები პრეზიდენტის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულებისათვის პორტატული კომპიუტერის გადაცემის მიზნით;
2017-2018 სასწავლო წლის პირველკლასელების მონაცემებიმათთვის ბუკების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით;
მონაცემები ექსტერნების შესახებ ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე მათი რეგისტრაციის მიზნით;
მონაცემები მე-12 კლასების შესახებ სკოლის გამოსაშვები გამოცდების (CAT-ის) ჩატარების უზრუნველსაყოფად;
მონაცემები სკოლების სამეურვეო საბჭოების შესახებ მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა წევრით ჩანაცვლების რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით;
მონაცემები მოქალაქეების შესახებ, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის, შესაბამისი ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების ან/და მათზე ატესტატის დუბლიკატის გაცემის დადასტურების მიზნით;
მონაცემები მოსწავლეების შესახებ, რომელთაც დაძლიეს საბაზო და საშუალო საფეხური, მათთვის შესაბამისი ატესტატის გადაცემის უზრუნველსაყოფად.
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით ფარგლებსა და შემთხვევებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ თბილისის ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაცულია მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციის შენახვის, თავისუფალი გაცნობისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.
ლელა ქემოკლიძე-მუკბანიანი
ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი