ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.12.2018
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 300093189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,350 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 მუზეუმი, ბიბლიოთეკები
2 ოფისების სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ფოსტები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
3 კინოთეატრები და თეატრები
4 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
5 სასტუმროები
6 საავადმყოფოები
7 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებიასა და სტომატოლოგიური კაბინეტები
8 სტადიონები, სპორტული მოედნები, ღია ტერიტორიები და მანეჟები
9 სასურსათო საქონლის მაღაზიები და სამრეწველო საქონლის მაღაზიები
10 აფთიაქები
11 აგრარული ბაზრები
12 შერეული საქონლის ბაზრები
13 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე
14 ბენზინგასამართი სადგურები
15 ავტომანქანების სარემონტო სადგურები და ავტომანქანის სამრეცხაოები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 96% 27.02.2023 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.07.2018 ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.07.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 96% 03.08.2018 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესახებ 95% 30.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 2018 წლის 17 დეკემბერი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის  გადახდის ინსტრუქცია, დანართი №2-ის   შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა, დანართი №3-ის   შესაბამისად. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და მოსაკრებლის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №225  დადგენილება. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი N1 № საქმიანობა ზომის ერთეული წლიური დაგროვების ნორმა მ​3 მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი (№4):12 თვე*ლარი-1მ​3 ნარჩენების გატანის მომსახურების ღირებულება) ლარი 1 მუზეუმი, ბიბლიოთეკები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,008 0,01 2 ოფისების სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ფოსტები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები სამუშაო ფართის 1 მ​2 0,2 0.25 3 კინოთეატრები და თეატრები მაყურებლის ერთ სავარძელზე 0.08 0,1 4 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები 1 მოსწავლეზე 0.04 0.05 5 სასტუმროები მომსახურების ერთეული ერთი საწოლი 0,4 0,5 6 საავადმყოფოები ერთი საწოლი 0,2 0.25 7 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებიასა და სტომატოლოგიური კაბინეტები საერთო ფართის 1მ​2 0.2 0,25 8 სტადიონები, სპორტული მოედნები, ღია ტერიტორიები და მანეჟები ღია  ფართის 1მ​2 0.008 0,01 დახურული ფართის 1მ​2 0,2 0,25 9 სასურსათო საქონლის მაღაზიები და სამრეწველო საქონლის მაღაზიები სავაჭრო ფართის 1მ​2 0,2 0,25 10 აფთიაქები სამუშაო ფართის 1მ​2 0,2 0,25 11 აგრარული ბაზრები სავაჭრო ფართის 1მ​2 0,2 0,25 12 შერეული საქონლის ბაზრები სავაჭრო ფართის 1მ​2 0,2 0,25 13 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე ღია ფართის 1მ​2 0,008 0,01 დახურული საერთო ფართის 1მ​2 0,04 0,05 14 ბენზინგასამართი სადგურები საერთო ფართის 1მ​2 0.2 0,25 15 ავტომანქანების სარემონტო სადგურები და ავტომანქანის სამრეცხაოები ღია საერთო ფართის 1მ​2 0,08 0,1 დახურული სამუშაო ფართის 1მ​2 0,2 0,25 16 აბანოები და საუნები საერთო ფართის 1მ​2 0,2 0,25 17 სადალაქოები და სილამაზის სალონები სამუშაო ფართის 1მ​2 0,2 0,25 18 სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრები მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1მ​2 0,16 0,2 19 რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები  ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,2 0,25 20 სარიტუალო დარბაზები ერთ დასაჯდომ ადგილზე 0,16 0,2 21 საცხობები სამუშაო ფართის 1მ​2 0,16 0,2 22 დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები საერთო ფართის 1მ​2 0,2 0,25 23 ვაგზლის, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები ღია ფართის 1მ​2 0,004 0,005 დახურული ფართის 1მ​2 0,2 0,25 24 საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორია სამუშაო ფართის 1მ​2 0,004 0,005 25 მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობების საწარმოო ნარჩენების გარდა სამუშაო ფართის 1მ​2 0,056 0,07 დანართი 2 ბოლნისის  მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთებს, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეების და იურიდიული პირების დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. მოსაკრებლის მონიტორინგს (ადმინისტრირებას) ახორციელებს ბოლნისის  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური. მუხლი 2🔗მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელები არიან დანართ №1 -ში მითითებული პირები. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია 1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი. 2. იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის ერთი თვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციები. 3. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 4. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დროის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადში. თუკი წინასწარ გადახდილი  თანხა, რომელიც  შეტანილი  იყო ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. 5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ, ქვითრის ან/და ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. მუხლი 4🔗. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები 1. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში. 2. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან ფაქტობრივი საქმიანობის დაწყების დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში), არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ    პერიოდზე. 3. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილებების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის  მომსახურების  განმახორციელებელი  სამსახურის  მიერ  ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე) მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილებების შეტანის მიზნით, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული  პირები  და  ინდივიდუალური  მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ    პერიოდზე. 5. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება შეტყობინების განხორციელების დღიდან შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის   თარიღიდან. 6. წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვთ, შეუფერხებლად შევიდნენ მომსახურების  მიმღები  პირების ტერიტორიაზე. 7. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების გაფორმება, საკუთარი ინტერესებისა და ამ დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის შესაბამისად. 8. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი  შენახული  უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. 9. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 2.  მოსაკრებლის  გადახდის  ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისათვის  მებრძოლი პირები და  დაღუპულთა ოჯახები; ბ) ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები. 2. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების იმ ფართობს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით. 3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის  ბიუჯეტში  ჩარიცხვა 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით. 2. დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 7🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის ბოლო კალენდარულ დღეს. 2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ  ორგანოსთან  გაფორმებული  შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მერიის  ზედამხედველობის სამსახურს. მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი N3 ბოლნისის მუნიციპალიტეტი დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი     სახაზინო კოდი     300093189 აბონენტის № მისამართი: მესაკუთრის ან დროებით მოსარგებლის საიდენტიფიკაციო კოდი ან პირ. №: ზომის ერთეული თანხა თარიღი დებეტი გადახდილია გადასახდელია დავალიანება გთხოვთ არაუგვიანეს თვის ბოლო კალენდარული დღისა გადაიხადოთ მოსაკრებელი. გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება ადმინისტრაციული ზომები