საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.12.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016358
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2018
matsne.gov.ge 2,285 სიტყვა · ~11 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
გარე რეკლამა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, რეკლამის განთავსების გეგმით დადგენილ იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა
მუხლი 2
სარეკლამო  საშუალება
პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით
მუხლი 2
ნებართვა
ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება ან/და უკვე არსებულზე განათავსოს გარე რეკლამა
მუხლი 2
ნებართვის საფასური
ყოველ სანებართვო წელს გადასახდელი თანხა
მუხლი 2
ნებართვის მაძიებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება
მუხლი 2
გარე რეკლამის ნებართვის გამცემი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
მუხლი 2
აუქციონი
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2
ნებართვის მფლობელი
ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.11.2018 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 03.08.2018 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.12.2014 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 10.05.2018 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 24.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №61 2018 წლის 17 დეკემბერი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 26​​1 მუხლის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის  საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე  რეკლამის   განთავსების ნებართვის  გაცემის  წესი – დანართი №1-ის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა – დანართი №2-ის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმა – დანართი №3-ის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აღრიცხვის რეესტრი – დანართი №4-ის და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ჩამოწერის აქტის ფორმა – დანართი №5-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი დანართი №1 საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  გარე  რეკლამის   განთავსების ნებართვის  გაცემის  წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:  ა) გარე რეკლამა – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, რეკლამის განთავსების გეგმით დადგენილ იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა; ბ) სარეკლამო  საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით; გ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება ან/და უკვე არსებულზე განათავსოს გარე რეკლამა; დ) ნებართვის საფასური – ყოველ სანებართვო წელს გადასახდელი თანხა; ე) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება;  ვ) გარე რეკლამის ნებართვის გამცემი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო; ზ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სამართლებრივი აქტით გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. თ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც საჯარო ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებასა და ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) შესთავაზებს და აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესი. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ. 4. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება და სანებართვო პირობების განსაზღვრა ხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. გარე რეკლამა არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს. მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. შენობა-ნაგებობებზე გავრცელებული რეკლამა არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და კონსტრუქციულად მდგრადი უნდა იყოს. ნებისმიერი სახით გავრცელებული გარე რეკლამა არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს. 6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი და გარე რეკლამის ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით) განისაზღვრება გარე რეკლამის გავრცელების გეგმით, რომელსაც „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან შეთანხმებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით განკარგულებით ამტკიცებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო. აღნიშნულ გეგმაში  შესაძლებელია  პერიოდულად განხორციელდეს ცვლილებები. აღნიშნული გეგმის მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად. 7. სარეკლამო საშუალებაზე მითითებული  უნდა  იყოს  რეკლამის  განთავსების შესახებ  ნებართვის ნომერი. 8. აკრძალვები გარე რეკლამასთან დაკავშირებით რეგულირდება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 9. გარე რეკლამის განთავსების გეგმის პროექტს ამზადებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ან მისი მომზადება ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შესყიდვით. 10. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. 11. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება არ საჭიროებს გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. 12. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელზე გაიცემა არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის ვადით. აღნიშნული ვადის დინება დაიწყება ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის დღიდან. 13. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განუსაზღვროს ნებართვის მფლობელს მესამე პირებთან ურთიერთობაში გარე რეკლამის საშუალების ერთ კვ.მეტრზე რეკლამის განთავსების საფასურის მინიმალური ოდენობა. 14. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განუსაზღვროს ნებართვის მფლობელს გარე რეკლამის საშუალებიდან შემოსავლის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა. მუხლი 4🔗. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს: ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება; ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება; გ) უფლება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ/მ-ზე, ყოველ სანებართვო წელზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტის შესაბამისი შეფასებით. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გარე რეკლამის განთავსების ნებართის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით. 3. საწყისი სააუქციონო ფასი გამოითვლება გასაცემი სარეკლამო საშუალების 1 კვ. მეტრზე აუდიტორის დასკვნით განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვ.მეტრებში. 4. ბეს სიდიდე თითოეულ ლოტზე განისაზღვრება საწყისი ფასის არანაკლები 30%-ისა. მუხლი 5🔗. აუქციონის ჩატარების ორგანიზება 1. აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით. 2. ნებართვის გამცემს შეუძლია აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები შეასრულოს უშუალოდ ან იმოქმედოს წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული ექნება სათანადო უფლებამოსილება. 3. იმ შემთხვევაში, როცა ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) ლოტის (ლოტების) საწყისი ფასი; ბ) აუქციონის ჩატარების ვადა; გ) წარმომადგენელის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი; დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის; ე) სხვა ინფორმაცია ნებართვის გამცემის შეხედულებისამებრ. 4. ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას პერიოდულ ბეჭდურ გამოცემაში, ასევე მის პროაქტიულ გამოქვეყნებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ინფორმაცია გამოქვეყნდება აუქციონის ჩატარებამდე 30 კალენდარული დღით ადრე. 5. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ნებართვის გამცემის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა; დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას; ე) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს; ვ) ბეს ოდენობას. ზ) ბიჯის სიდიდეს, რომელსაც ყოველი კონკრეტული ქონები­სათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. თ) ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო; ი) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად. 7. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია. 8. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. მუხლი 6🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას. 2. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. 3. საჯარო აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე. 4. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე; ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის დამოწმებულ ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 5. აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე. 6. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებზე მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე. 7. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე იღებს აუქციონში მონაწილის სტატუსს. 8. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. 9. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ნებართვის მაძიებლად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები. მუხლი 7🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. აუქციონის მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს (რომლის ღირებულებასაც ყოველი კონკრეტული ლოტისათვის განსაზღვრავს ნებართვის გამცემი, მაგრამ არანაკლები 20 ლარისა) და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ლოტისათვის განსაზღვრავს ნებართვის გამცემი). 5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გარე რეკლამის ნებართვა ითვლება გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს ნებართვის მფლობელი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. 8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. 9. აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ: ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ; ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არცერთი მსურველი; გ) აუქციონის მონაწილე/ მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არცერთმა არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ. 11. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ღირებულება. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. მუხლი 8🔗. ოქმის გაფორმების წესი 1. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო (დანართი №2). 2. ოქმი ივსება 2(ორი) ეგზემპლარად. 3. ოქმში დაფიქსირებული უნდა იყოს აუქციონში გამარჯვებულის მონაცემები. 4. ოქმი უნდა შეიცავდეს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს, საფასურის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 9🔗. ნებართვის შევსებისა და მისი გადაცემის წესი 1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმას (დანართი №3) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო და დადგენილი წესით გასცემს აღმასრულებელი ორგანო. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა, დადგენილი ნებართვის ფორმის სახით, ივსება 2 (ორი) ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს, ხოლო მეორე რჩება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შესაბამის სამსახურში, რომელსაც შესაბამისი მონაცემები შეაქვს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აღრიცხვის რეესტრში. 3. ნებართვა ივსება ბურთულიანი საწერი კალმით და მასში აღირიცხება: ა) ნებართვის მიმღები და მისი მისამართი; ბ) ნებართვის მიღების საფუძველი; გ) ნებართვის მოქმედების ვადა; დ) ნებართვის გაცემის თარიღი და წელი; ე) სანებართვო პირობები 4. ნებართვას ხელს აწერს ნებართვის გამცემი. ნებართვა მოწმდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ბეჭდით. მუხლი 10🔗. ნებართვის აღრიცხვის და ჩამოწერის რეესტრი (ჟურნალი) 1. ნებართვის გაცემა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღირიცხება ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აღრიცხვის რეესტრში (ჟურნალი), რომლის ფორმასაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი ორგანო (დანართი №4). 2. ნებართვის გაცემისთანავე მონაცემები შედის ნებართვის აღრიცხვის რეესტრში (ჟურნალი). 3. ნებართვის ჩამოწერა ხორციელდება დანართი №5-ის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ჩამოწერის აქტის შესაბამისად. მუხლი 11🔗. ანგარიშსწორება 1. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 2. ნებართვის მფლობელი ნებართვის საფასურს გადაიხდის სამ თვეში ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის მესამე თვის მომდევნო 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. საანგარიშო პერიოდის ათვლა იწყება ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემისთანავე. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით. მუხლი 12🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ან ნებართვის გაცემის გარეშე გარე რეკლამის განთავსებაზე, ნებართვის გამცემის მიერ, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის განყოფილების მიერ. 2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია, გარე რეკლამის განთავსების ტექნიკურ საშუალებაზე მესამე პირების მიერ რეკლამის განსათავსებლად მათთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითება ნებართვის მფლობელისათვის გადასახდელი სრული თანხა (მისაღები შემოსავალი). ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) დღის ვადაში უნდა ეცნობოს ნებართვის გამცემს. ნებართვის გამცემს უფლება აქვს, ნებართვის მფლობელის მიერ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დადგენის მიზნით, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენაც. 4. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს გარე რეკლამის განთავსების საფასურის გადახედვა 6 (ექვსი) თვეში ერთხელ, საბაზრო ფასის ცვლილებების გათვალისწინებით. მუხლი 13🔗. დავების გადაწყვეტის წესი აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.