ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №66 |
|
2014 წლის 29 დეკემბერი ქ. ახალციხე |
|
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ წესით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას და გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას გასცემს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – ნებართვის გამცემი). ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4.ამ წესის შესაბამისად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი ურბანული ნორმებისა და წესების შესაბამისად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები.
6. ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას.
7. აუქციონზე გამოტანილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა წარმოდგენილია ლოტად (ლოტებად).
8. რამდენიმე ლოტის არსებობის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.
9. აუქციონზე ლოტის საწყის ფასს, რეკლამიდან გათვალისწინებული შემოსავლის პროცენტს, ბიჯსა და ბეს, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში გარე რეკლამის საშუალების 1კვ. მეტრზე რეკლამის განთავსების საფასურის მინიმალურ ოდენობას აუქციონის გამოცხადებამდე ადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში შექმნილი საპრივატიზებო კომისია.
10. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით.
2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს; გარე რეკლამის განთავსებით არ უნდა შეიზღუდოს სხვა პირთა უფლებები.
3. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
4. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი, მაგრამ არა უმეტეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
3. ნებართვის გამცემს შეუძლია აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები შეასრულოს უშუალოდ, ან იმოქმედოს წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული ექნება სათანადო უფლებამოსილება.
4. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
2. იმ შემთხვევაში, როცა ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა)ლოტის (ლოტების) საწყისი ფასი;
ბ)აუქციონის ჩატარების ვადა;
გ)წარმომადგენელის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ)ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) სხვა ინფორმაცია ნებართვის გამცემის შეხედულებისამებრ.
3. ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს საინფორმაციო საშუალებებში აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
4. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას;
ე) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ვ) ბეს,ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს ნებართვის გამცემი;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
6. ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია ნებართვის გამცემის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს.
2.აუქციონი ტარდება ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ დღეს გამოცხადების დღიდან არანაკლებ 15 კალენდარულ დღეში. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა)განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას, იმ ლოტის საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბე საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ)ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე)სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებზე მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე იღებს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ნებართვის მაძიებლად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ლოტისათვის განსაზღვრავს ნებართვის გამცემი).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გარე რეკლამის ნებართვა ითვლება გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც ნებართვის გამცემი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
2. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
3. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
4. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
5. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობას (რომელიც წინასწარ არის დადგენილი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ) – ბიჯს.
6. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის და მინიმალური გასაყიდი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
7. აუქციონში მონაწილეს, რომელსაც სურს შეისყიდოს საწყის ფასად ლოტი, სწევს მონაწილის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), ხოლო თუ არც ერთი მონაწილის მიერ არ იქნა აწეული მონაწილის დაფა, აუქციონატორი საწყის გასაყიდ ფასს აკლებს დადგენილი ბიჯის ოდენობას და აცხადებს კლებადობის შესაბამისად გასაყიდ ფასს. ბიჯის კლებადობა გრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთი მონაწილის მიერ არ იქნება მონაწილის დაფა აწეული ან გასაყიდი ფასი არ დავა მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობამდე.
8. იმ შემთხვევაში, თუ ბიჯის კლებადობის დროს ერთ-ერთი მონაწილის მიერ აწეულ იქნა მონაწილის დაფა (რაც ნიშნავს გამოცხადებულ ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას როგორც გასაყიდ ფასს და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ აუქციონზე გამოტანილი ლოტი ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც ყველაზე მაღალი ფასი დაასახელა.
9. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც ნებართვის გამცემი.
10. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
11.თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
12. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
2. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერის მომენტისთანავე, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
ნებართვის ფორმა
საქართველო
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
ნ ე ბ ა რ თ ვ ა N
ეძლევა -------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მიმღები და მისამართი
საფუძველი -----------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მოქმედების ვადა
------------------------------------ დან
------------------------------------ მდე
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის
მიმღებს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის
მერიის -------------------------------------------------------------------------------------------სამსახურში
სანებართვო პირობები:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მუნიციპალიტეტის მერი ნებართვის მიმღები
------------------/გ. კოპაძე/ -------- -----------------
ბეჭდის ადგილი
ნებართვა გაცემულია ---------------- წელს.