გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემისა წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2016 წლის 4 აპრილი ქ. გურჯაანი |
|
გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესი
2. ნებადართულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის გავრცელება, პლაკატების სტენდების, შუქფირნიშების სტაბილური განთავსების და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენების ფორმით.
3. გარე რეკლამა არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს. მან არ უნდა გააუარესოს მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა. საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეების მოძრაობას. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული რეკლამა არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და კონსტრუქციულად მდგრადი უნდა იყოს. ნებისმიერი სახით გავრცელებული რეკლამა არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილი.
5. ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს და აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას.
6. აუქციონზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება განთავსებული სავარაუდო სარეკლამო ფასის მიხედვით და შეადგენს 1 კვმ-ზე 2 ლარს.
7. გარე რეკლამის განთავსების საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სანებართვო მოწმობაში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით.
8. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა აფორმებს სათანადო საიჯარო ხელშეკრულებას ნებართვის მფლობელთან „სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლების იჯარით გაცემის შესახებ“, ნებართვაში მითითებული ვადითა და პირობებით და განუსაზღვრავს ყოველწლიურ საიჯარო გადასახადს სარეკლამო ბანერების ფართის 1კვმ-ზე თვეში 10 ლარის ოდენობით.
9. „სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლების იჯარით გაცემის შესახებ“ ხეკლშეკრულების ფორმას ამტკიცებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ამ დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადას განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა.
2. აუქციონი ცხადდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ან ნებართვის მაძიებლის ინიციატივით.
3. სანებართვო პირობები დგინდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
4.აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს ადგილობრივ ბეჭვდით ორგანოში, აგრეთვე შეხედულებისამებრ სხვა საინფორმაციო საშუალებებში აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
6.გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია, გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ჩატარებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე.
7. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა.) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ.)აუქციონის პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ.) ინფორმაციას იმ ზონის შესახებ, რომელშიაც გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ნებართვის გასაცემადაც ტარდება აუქციონი;
დ.) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას;
ე.) განაცხადის მიღების დაწყების დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ვ.) „ბეს“ , ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილეთა ბილეთის ფასს, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
ზ.) განცხადების მიღების ადგილს (მისამართს) და საკონტაქტო პირის ტელეფონს;
თ.) ყველა სხვა ინფორმაციას , რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის საჭიროდ.
8. აუქციონს ატარებს სააუქციონო კომისია, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სხვა წევრები. კომისია აუქციონის შედეგად ადგენს ნებართვის მაძიებლის გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს.
2.აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მე-15კალენდარულ დღეს.
აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში როდესაც მე-15 დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადებების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა.) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე;
ბ.) „ბეს“ და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და „ბეს“ საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ.) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს, ფიზიკური პირის შემთხვევაში;
დ.) ნოტარულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე.) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტებს და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილეობის ბილეთს. ამ ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
5. მონაწილეს უფლება აქვს „ბეს“ დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში.
6.მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა.) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ნებართვის მაძიებლად (სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სფეროში საქმიანობის უფლება);
ბ.) დარღვეულია ამ მუხლის პირველი მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
7. ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს აუქციონზე გამოტანილი ნებართვის დასახელებას, მის საწყის ფასსა და ბიჯს.
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გარე რეკლამის ნებართვა გაცემულად ითვლება იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, როგორც ნებართვის გამცემი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და გადახდილი „ბე“ უკან არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს გადახდილი „ბე“ უკან აღარ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი „ბე“. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
2. აუქციონში გამარჯვებულ პირს „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერის მომენტიდანვე, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნაბართვის გამცემს.
4. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით
5. განცხადების მიღებიდან ორი დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს შესაბამის უწყებრივ რეესტრში.
6. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა როგორც მის დედანს.
7. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
2. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებით.
3. შემოწმების განხორციელებისას მასში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებმაც.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი.
5. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.