აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 18.12.2018
ძალაში შესვლა 18.12.2018
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.110.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2018
matsne.gov.ge 306 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2018 მიღება
18.12.2018 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აბაშის მუნიციპალიტეტის ქოლობნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გუგუნაყათის პირველი ქუჩისათვის №1-დან №27-ის ჩათვლით და №2-დან №22-ის ჩათვლით და ამ ქუჩის ჩიხისათვის ანზორ ლეჟავას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 08.04.2019 დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღაროსკარში უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ნიკოლოზ თურმანაულის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 06.09.2019 ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N12 ქუჩისათვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 14.07.2021 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 13.01.2025 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 28.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №51 2018 წლის 18 დეკემბერი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის – სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-12-მე-17 პუნქტების შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის (2018 წლის 31 ივლისის სხდომის №11 ოქმიდან ამონაწერი) გათვალისწინებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება: 1. აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის – სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩას მიენიჭოს დანიელ თოფურიას სახელი. 2. აბრა წარწერით „დანიელ თოფურიას სახელობის ქუჩა“ დაიდგას აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩის შემოსასვლელში. 3. ეს განკარგულება: ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება; ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში: ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; ბ.ბ) გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის – სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 ოქტომბრის №42 განკარგულება. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. №247). 6. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე.  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  მ. კვიტაშვილი.