საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №138 |
|
2018 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სრული ემბლემა (დანართი №1); ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მცირე ემბლემა (დანართი №2); გ) საქართველოს თავდაცვის ძალების სრული ემბლემა (დანართი №3); დ) საქართველოს თავდაცვის ძალების მცირე ემბლემა (დანართი №4). |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სრული ემბლემა
აღწერილობა: სრული ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის მცირე არშიაში ჩასმული ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი და ოთხი ვერცხლის მცირე ჯვარი. ფარს შემოუყვება მეწამული არშია და შემცირებული ვერცხლის არშია, რომელზედაც არის ვერცხლის წარწერა: „საქართველო“ და „თავდაცვის სამინისტრო“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავით. ფარს წარმოადგენენ ოქროს ფასკუნჯები (გრიფი) ზეაღმართული ვერცხლისპირიანი ოქროსვადიანი ხმლით, რომლებიც აღმართულან ვერცხლის სადევიზე ბაფთაზე. ბაფთაზე სევადით გამოსახულია დევიზი: „სამშობლო, ღირსება, ერთგულება!“. ბაფთის ბოლოებზე ორი მეწამული შვიდქიმიანი ვარსკვლავია და ბაფთის სარჩული მეწამული ფერისაა.
დანართი №2 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მცირე ემბლემა
აღწერილობა: მცირე ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის მცირე არშიაში ჩასმული ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი და ოთხი ვერცხლის მცირე ჯვარი. ფარს შემოუყვება მეწამული არშია და შემცირებული ვერცხლის არშია, რომელზედაც არის ვერცხლის წარწერა: „საქართველო“ და „თავდაცვის სამინისტრო“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავით. მცირე ემბლემა შეიძლება გამოისახოს კომუფლირებულ ფერში, რომლის ჯვრები, არშიები, ვარსკვლავები და წარწერები იქარგება შავი ძაფით.
დანართი №3 საქართველოს თავდაცვის ძალების სრული ემბლემა
აღწერილობა: სრული ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ზურმუხტის ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის მცირე არშიაში ჩასმული ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი და ოთხი ვერცხლის მცირე ჯვარი. ცენტრში მცირე ჰერალდიკურ ფარზე, მეწამულ ველზე გამოსახულია გადაჯვარედინებული ქვევიდან ზევით, მარცხნიდან მარჯვნივ აღმართული ვერცხლის ხმალი და დაშვებული, მარცხნიდან მარჯვნივ ვერცხლის შურდული. გარს შემოუყვება ზურმუხტის არშია და შემცირებული ვერცხლის არშია, რომელზედაც არის ვერცხლის წარწერა: „საქართველო“ და „თავდაცვის ძალები“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავით. ფარს წარმოადგენენ ოქროს ფასკუნჯები (გრიფი) ზეაღმართული ვერცხლისპირიანი ოქროსვადიანი ხმლით, რომლებიც აღმართულან ვერცხლის სადევიზე ბაფთაზე. ბაფთაზე სევადით გამოსახულია დევიზი: „სამშობლო, ღირსება, ერთგულება!“ ბაფთის ბოლოებზე ორი მეწამული შვიდქიმიანი ვარსკვლავია და ბაფთის სარჩული მეწამული ფერისაა.
დანართი №4 საქართველოს თავდაცვის ძალების მცირე ემბლემა
აღწერილობა: მცირე ემბლემა წარმოადგენს მრგვალ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ზურმუხტის ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის მცირე არშიაში ჩასმული ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი და ოთხი ვერცხლის მცირე ჯვარი. ცენტრში მცირე ჰერალდიკურ ფარზე, მეწამულ ველზე გამოსახულია გადაჯვარედინებული ქვევიდან ზევით, მარცხნიდან მარჯვნივ აღმართული ვერცხლის ხმალი და დაშვებული, მარცხნიდან მარჯვნივ ვერცხლის შურდული. გარს შემოუყვება ზურმუხტის არშია და შემცირებული ვერცხლის არშია, რომელზედაც არის ვერცხლის წარწერა: „საქართველო“ და „თავდაცვის ძალები“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავით. მცირე ემბლემა შეიძლება გამოისახოს კომუფლირებულ ფერში, რომლის ჯვრები, ხმალი, შურდული, არშიები, ვარსკვლავები და წარწერები იქარგება შავი ძაფით.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.12.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №138. სარეგისტრაციო კოდი — 120000000.22.026.016685.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.12.2019-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ემბლემების დამტკიცების შესახებ“, №138, 20.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.016685 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4417550/