თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.12.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016390
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის
დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №59
2018 წლის 21 დეკემბერი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 99-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი წოწკოლაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი მიზნად ისახავს თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი.
3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერის) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა.
მუხლი 2🔗. სარეზერვო ფონდის განკარგვა
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება:
ა) თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში კატასტროფისაგან, სტიქიური მოვლენებისაგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, სეტყვა, ძლიერი წვიმები, გვალვა და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებულთა დახმარების ხარჯები; გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები; საგანგებო და საომარი მოქმედებების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები;
ბ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი სამუშაოების ჩატარებისათვის, როდესაც დაზიანდა ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ხიდი, ნაგებობა და სხვა) და აუცილებლობას წარმოადგენს დროულად იქნეს ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე;
დ) სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტით და რომელიც კანონით აკრძალული არ არის.
მუხლი 3🔗. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერის გადაწყვეტილების საფუძველზე (გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სადაც მითითებული უნდა იყოს თანხის ოდენობა და მიზნობრიობა), თანხას გამოყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
2. თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭირო დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მერის სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას.
3. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.