ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის“ (კოდი 01 02 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.12.2018 ძალადაკარგული 25.12.2020
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.160.016520
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №84

2018 წლის 24 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“ (კოდი 01 02 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“ (კოდი 01 02 07) განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი



დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“ (კოდი 01 02 07) განხორციელების  წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი  1. ზოგადი   დებულებანი   

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა “ (კოდი  01 02 07) განხორციელების   წესი (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე , საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობაზე ორიენტირებული ინიციატივების გამოვლენისა და დაფინანსების პროცედურებს და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალიწინებული ქვეპროგრამის   ფარგლებში .

2. ამ წესის შესაბამისად , ინიციატივების დაფინანსების მიზნით , ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის პროექტების განმხილველ სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი ). ჯგუფის საქმიანობის წესი განისაზღვრება ჯგუფის   დებულებით , რომელსაც ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი .

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი ).

მუხლი  2. ქვეპროგრამის   მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია ქალების საზოგადოებაში ჩართულობის , ეკონომიკური საქმიანობის დაწყების , ეკონომიკურ საქმიანობაში თანასწორი უფლებებით და შესაძლებლობებით   მონაწილეობის მიღებისა და სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებაში ხელშეწყობა .  

მუხლი 3. თანადაფინანსების მიმღები სუბიექტები

ამ წესის შესაბამისად თანადაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული ქალები 18 წლის ასაკიდან ან /და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები , რომლებიც ახორციელებენ ან სურთ განახორციელონ სამეწარმეო /არასამეწარმეო (არაკომერციული ) საქმიანობა საზოგადოებაში ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშესაწყობად .

მუხლი 4. საპროექტო განცხადების წარდგენა

1. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა სუბიექტმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას , რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია :

ა ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;

ბ ) მოქმედი მეწარმის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა , რომლითაც დადასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი (სამეწარმეო საქმიანობის არსებობის შესახებ მოქმედი მეწარმის სტატუსი );

გ ) განცხადება , სამოტივაციო წერილი , ინიციატივები , ბიზნეს გეგმა (სათანადო ხარჯთაღრიცხვით ) და სხვ . ასევე , მისთვის საჭირო ტრენინგების ჩამონათვალი , რაც ხელს შეუწყობს პროგრამის მონაწილე პირების მიერ სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას / განვითარებას;

დ ) შესაბამისი დოკუმენტაცია პარტინიორი ორგანიზაციის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში ).

2. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება .

3. თუ პროექტის განხორციელებამდე დარჩენილია 40 კალენდარულ დღეზე ნაკლები , საპროექტო განაცხადი არ განიხილება .

4. საპროექტო განაცხადი ჯგუფს არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი, თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს .

მუხლი 5. საპროექტო განაცხადის განხილვა და თანადაფინანსება

1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს , ქვეპროგრამის განმახორციელებელი საპროექტო განაცხადს განსახილველად უგზავნის ჯგუფს .

2. ქალაქ   რუსთავის მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტის   ქვეპროგრამის  „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა “ (კოდი  01 02 07)   ფარგლებში გათვალისწინებულია   ქალების თანასწორუფლებიანობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგების , ფორუმების , ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვის , გამოფენების , ჩვენებებისა და სხვა ხარჯების დაფინანსება .

3.  საპროექტო განაცხადის განხილვისა და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას , მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან /პრიორიტეტებთან , მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის , პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება , აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება   და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი .

4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში , ჯგუფი უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო განაცხადის წარდგენა ჯგუფის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში .

5. ჯგუფის მიერ საპროექტო განაცხადის დადებითი შეფასების შემთხვევაში ჯგუფი საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით ) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს .

6. მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს .

7. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ .

8. ჯგუფი უფლებამოსილია კონკრეტული პროექტის დაფინანსების განხილვისას დაადგინოს მისი მონიტორინგის შესაბამისი მექანიზმი .

9. ჯგუფის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს პროექტის დაფინანსების შესახებ (პროგრამიდან თანხის გამოყოფა ).

მუხლი 6. დაფინანსების გაცემა

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური   ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით    გათვალისწინებული ქვეპროგრამის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა “ (კოდი  01 02 07)   გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი   პროექტის დაფინანსებას   ქვეპროგრამის განმახორციელების მოთხოვნის საფუძველზე .

მუხლი 7. ხელშეკრულების დადება

1. ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და პროექტის წარმომდგენ პირს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება .

3. ხელშეკრულების დადების , შეჩერების , შეცვლის და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით .

მუხლი 8. კონტროლის განხორციელება

ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი , მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით .