1. ქვეპროგრამით სარგებლობისათვის ქვეპროგრამით მოსარგებლე განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და წარადგენს შემდეგი სახის დოკუმენტაციას:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნა. (სახელმწიფო ზრუნვის ფორმის, დაწყების და დამთავრების თარიღის მითითებით);
გ) სახელმწიფო სოციალური მუშაკის ან/და "ასოციაცია ჩვენი სახლის საქართველოს" ფსიქოლოგის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი, სადაც აღწერილი იქნება ბენეფიციარის საჭიროებები და მიღებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა;
დ) ბენეფიციარის სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება ის კონკრეტული საჭიროება, რისთვისაც იქნება გამოყენებული მოთხოვნილი დახმარება.
2. ქვეპროგრამების განმახორციელებელი სამსახურის მიერ განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი განიხილავს ქვეპროგრამით მოსარგებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობასა და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობა